რა მოხდა საოპერაციოში და რატომ დაატოვებინეს სამსახური გინეკოლოგს?

16-01-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

აზერბაიჯანში გინეკოლოგი, რომელმაც საკუთარი დაბადების დღე საოპერაციოში აღნიშნა, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

მედიის ინფორმაციით, ექიმმა სოციალური ქსელის საშუალებით თავადვე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მისი დაბადების დღის აღნიშვნა საოპერაციო ბლოკში იყო გადაღებული.

ამის გამო, არამხოლოდ ექიმი, არამედ უფროსი მედდაც გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან.

ამასთან, საოპერაციო ბლოკში მყოფ სამ პირს ოფიციალური გაფრთხილება მიეცა.

ქმედებამ საზოგადოებაში და მედიაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია, განსაკუთრებით იმ თვალსაზრისით, რომ მედიკოსებმა პროფესიული ეთიკის ნორმები და უსაფრთხოების წესები დაარღვიეს.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები