ვუსამძიმრებთ საქართველოს, 20 წლის გარდაცივალა - წარმატებული ახალგაზრდა, რომელიც ავარიას ემსხვერპლა

16-01-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

14 იანვარს, კახეთში, ყვარლის გზის მონაკვეთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 20 წლის ძიუდოისტი, ძიუდოს სკოლის აღზრდილი გიგი ხარებაშვილი ემსხვერპლა.

სამწუხარო ინფორმაციას „საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების ოფიციალური ფანკლუბის“ ერთ-ერთი თანადამფუძნებელი კობა დემეტრაშვილი ავრცელებს.

„14 იანვარს, ავტოკატასტროფას ემსხვერპლა ყვარლის ძიუდოს სკოლის აღზრდილი, პერსპექტიული ძიუდოისტი გიგი ხარებაშვილი – 20 წლის.

პირადი მწვრთნელი: ვანო გიგილაშვილი, ამჟამად ვარჯიშობდა თბილისის ძიუდოს აკადემიაში, მწვრთნელ ალეკო მამუკიშვილთან.

ვუსამძიმრებთ გიგის მშობლებს, ოჯახის წევრებს, მეგობრებს, მწვრთნელებს, თანაგუნდელებს, საქართველოს ძიუდოს ფედერაციას და საქართველოს გიგის გარდაცვალების გამო“, – წერს კობა დემეტრაშვილი სოციალურ ქსელში.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები