ფედელე კვარას პსჟ-ში გადასვლის მიზეზზე!-მას მონასავით ექცეოდნენ როგორც (სტრანიერს)

15-01-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

იტალიელი სპეციალისტი ენრიკო ფედელე ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო პარი სენ-ჟერმენში (პსჟ) გადასვლას ეხმაურება და ამ გადაწყვეტილების მიზეზებს განიხილავს. ფედელეს შეფასებით, ნაპოლის ხელმძღვანელობამ ხვიჩას მიმართ არასწორი დამოკიდებულება გამოავლინა, რაც საბოლოოდ ფეხბურთელის კლუბიდან წასვლის ალბათობას ზრდის.

ფედელეს სიტყვებით:

რას ვფიქრობ კვარაზე? ვფიქრობ, კლუბმა მის მიმართ სერიოზული შეცდომა დაუშვა. ხვიჩა ფაქტობრივად ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელი იყო ნაპოლიში, რაც დაუშვებელია.

როდესაც კლუბმა სხვა მოთამაშეებს ხელფასები გაუუმჯობესა, ხვიჩას ხელფასი 1.3 მილიონ ევროდ დატოვეს. ეს ბევრად ნაკლები იყო, ვიდრე სხვა, ნაკლებად მნიშვნელოვან ფეხბურთელებს ჰქონდათ. ეს პატივისცემის საკითხია. თუნდაც 100 ევრო მოემატებინათ, ეს ნაპოლის მხრიდან კარგი ჟესტი იქნებოდა მაგრამ….

მაგრამ ძველი ანაზღაურების დატოვებით, ხვიჩა იმედგაცრუებული დარჩა და პრაქტიკულად იგრძნო, რომ კლუბი მას ასე ეუბნებოდა: ასე, რომ შენ ჩემი მონა ხარ.

ენრიკო ფედელეს აზრით, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში გადასვლა მისი ღირსებისა და პროფესიონალიზმის პატივისცემას უფრო უზრუნველყოფს.

ეს კომენტარი ნათლად უსვამს ხაზს იმას, რომ ხვიჩას მიმართ დაუფასებლობა ნაპოლის მხრიდან შესაძლოა მთავარი მიზეზი იყოს, რაც მას სხვა კლუბისკენ უბიძგებს. ამასთან, ეს მიანიშნებს, რომ ფეხბურთელისთვის ფინანსური და პროფესიული პატივისცემა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე სათამაშო წარმატებები.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები