რა ხდება თბილისი-ბაკურციხის ცენტრალურ მაგისტრალზე, სადაც ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა

15-01-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

თბილისი-ბაკურციხის ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარ ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ტრაილერი და ოთხი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შეჯახების შედეგად, ტრაილერი გადაბრუნდა და ავტომობილებს დაეცა.

ავარიის შედეგად მიღებული ტრავმებით 4 ადამიანი ადგილზე დაიღუპა. დაშავდა ერთი, რომელიც გურჯაანის კლინიკაშია გადაყვანილი.

შემთხვევის ადგილზე იმყოფება პოლიცია, ხოლო თბილისი-ბაკურციხის მაგისტრალი დროებით გადაკეტილია.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები