"გახარია იყო მინისტრი, როცა მე..“, - რას წერს გიგი უგულავა გიორგი გახარიას შესახებ
გიგი უგულავა წერს:
სოლიდარობა და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ბატონ გიორგი გახარია-ს. ღამე მას თავს ქოც/რუს/ზონდერ დეპუტარები დაესხნენ.
აქვე ვიტყვი, დღეს აღარ აქვს მნიშვნელობა ვინ რას შვებოდა ადრე. გახარია იყო შსს მინისტრი, როცა მე და გოკა გაბაშვილს აეროპორტში ზონდერ ძიუდოისტები დაგვეცნენ, ხოლო შსს-მ საქმე ჩემზე აღძრა, თითქოს მე ვცემე ძიუდოში ევროპის ვიცე ჩემპიონი. ცოდვები ჩვენც ბევრი გვაქვს და მას მხოლოდ ბრძოლით თუ გამოვასწორებთ
იქეთ რუსის ზომბები არიან. აქეთ ადამიანები ვართ. ყველანაირი ცუდიც, კარგიც. მხოლოდ ადამიანური თანადგომით გადავრჩებით და გავიმარჯვებთ
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები