მესმის, ძალიან დიდია დაინტერესება, თუ რა მოხდა" - 11 წლის მარიამ ბარაბაძის დედა განცხადებას ავრცელებს

17-06-2023
გიორგი ამილახვარი
Aa

ლი მობილური დაკარგა და ამის გამო მას ეჩხუბნენ, (მობილური ნამდვილად დარჩა ეზოში, რომლის ღირებულებაც 40 ლარს არ აღემატება). მსგავსი თემა არასდროს ყოფილა ოჯახში კონფლიქტის საბაბი. ამ დრომდე, ჩვენთვისაც უცნობია, რა გახდა მისი ამ გადაწყვეტილების მიზეზი.  მარიამს ძალიან უყვარს ცხოველები. გუშინ წინ მოუკვდა ბარტყი, რომელსაც ძალიან უვლიდა და ეს მისთვის საკმაოდ სტრესული ემოცია იყო.  გუშინდელმა დღემ გვაჩვენა, რომ უამრავი მხარდამჭერი ჰყავს ჩვენს ოჯახს, ვმუშაობთ გამოცდილ სპეციალისტებთან და ახლობლებთან ერთად, დარწმუნებულები ვართ, მარიამთან ერთად ვიპოვით მიზეზებს და საუკეთესო გამოსავალს.  მადლიერი ვარ და მიყვარხართ ყველა, ვინც ჩვენთან ერთად იდექით, დიდი თუ პატარა, მაშველი თუ პოლიციელი, ჩინოსანი თუ უბრალოდ გულანთებული ადამიანი! კინოლოგების ძაღლი, რომელმაც კვალზეც გაგვიყვანა!  ამ ჯადოსნურ ღამეს უბანში არ დარჩენილა არც ერთი ბუჩქი, ხის ძირი და კუთხე- კუნჭული, რომელსაც ციცინათელები არ ანათებდნენ. მადლობა ამ ერთობისთვის! მადლობა დიდ დიღომს და მთელ თბილისს გვერდში დგომისთვის!,"- წერს მარინა ვაშალომიძე facebook-ზე


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები