ნახეთ რას საუბრობს გიორგი ნაზღაიძე 12 წლის შვილის შესახებ!?

03-01-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

გიორგი ნაზღაიძის ინტერვიუდან ამონარიდი, რომელიც მან ჟურნალ  სარკეს მისცა :

ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა ისაა, რომ შვილი ჩემ გვერდით არ არის. მყავდა საცოლე, რომელთანაც რამდენიმეწლიანი ბედნიერი ურთიერთობა მაკავშირებდა. ჩვენი დაშორების შემდეგ მაშინვე წავიდა ამერიკაში და იქიდან სხვებმა მომილოცეს, მამა გახდიო. როცა შევეცადე გარკვევა ყოფილი საცოლისგან, რომელიც უკვე გათხოვილი იყო, საშინელი აგრესია წამოვიდა, დაგვანებე თავი, ბავშვი შენი არ არისო. დნმ-ის ანალიზიც მოვითხოვე, მაგრამ მუქარები წამოვიდა. ბავშვის სურათებს დღემდე არ დებენ სოცქსელებში. ფოტო ერთადერთხელ ვნახე. ეტყობა, შეცდომით დადეს და მაშინვე წაშალეს. ძალიან მგავს. დაშორებიდან მალევე გათხოვდა და ალბათ არ უნდოდა, მათი ოჯახური იდილია ჩემი გამოჩენით დარღვეულიყო. მინდა, ამერიკაში ჩავიდე და სასამართლო პროცესი წამოვიწყო.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ნაზღაიძის მთავარი მიზანი ამერიკაში წასვლა და შვილისთვის ბრძოლაა, რომელიც ახლა უკვე 12 წლისაა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები