„ვინმეს დრონი გაქვთ? არ დაგეზაროთ, გამოდით ძალიან გთხოვთ“ - დაკარგული ბავშვის მოსაძებნად ახალი მიმართვა ვრცელდება
დიდ დიღომში 11 წლის გოგონას, მარიამს ეძებენ. ძებნის სამუშაოებში ჩართულია სამართალდამცავი უწყება.
სოციალურ ქსელში წერენ, რომ გოგო ბოლოს „მწვანე სკოლასთან“ ნახეს , მას მწვანე ზედა ეცვა.სოციალურ ქსელშივე გავრცელებულ პოსტებში, ადამიანები ერთმანეთს საერთო მობილიზებისკენ მოუწოდებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვს ოჯახი 7 საათის შემდეგ ეძებს.
„მეგობრებო ბიჭებო გოგოები ვინმეს დრონი გყავთ? 20% ხილვადობა მაგრამ მცირე მოძრაობას მაინც დაინახავთ ისეთ ადგილებში მაინც რო გაუშვათ სადაც ადამიანი ვერ მიდის. არ დაგეზაროთ 1 საათი გამოდით ძალიან გთხოვთ !დრონის ჯგუფის ადმინმაც დაწერა თავის ჯგუფში და იქნებ აქაც გყავთ ვინმეს“
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები