,,გთხოვთ, ვისაც შეგიძლიათ, გამოდით..." - ახალი დეტალები ხდება ცნობილი დიდ დიღომში დაკარგულ 11 წლის გოგოზე
ბავშვი ჯერ ვერ იპოვეს, შეამოწმეთ სახლების სხვენები და სარდაფები, გთხოვთ", - დიდი დიღმის ჯგუფში უამრავი შეტყობინება იწერება. მოსახლეობა 11 წლის გოგოს ეძებს.
როგორც ირკვევა, ბავშვს მარიამი ჰქვია და უკვე, 7 საათია, რაც ეძებენ.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტებში, ადამიანები ერთმანეთს საერთო მობილიზებისკენ მოუწოდებენ.
,,ხალხი გარეთ ეძებს. გთხოვთ, ვისაც შეგიძლიათ, გამოდით. მეორე მიკროში ეძებენ. ბავშვს მარიამი ჰქვია. 11 წლისაა.
მთელი დიღომი, პოლიცია, ფანრებით დადის და ეძებს მოზარდს. სკვერში, კორპუსებში, ყველგან მარიამს ეძებენ. ახლაც ისმის ძახილი. ბავშვი არ ჩანს. გამოდით, ვისაც შეგიძლიათ, დავეხმაროთ სამძებრო სამუშაოებში",- წერენ დიდი დიღმის ჯგუფში.
ინფორმაციის წყარო: primetime.ge
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები