„დღეს ჩვენთვის მწუხარების დღეა – ლაფერას უდროოდ წასვლა განუზომელი პერსონალური და პროფესიული დანაკლისია“ – ჟურნალისტი გიორგი ლაფერაშვილი გარდაიცვალა

31-12-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

„ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ჟურნალისტი გიორგი ლაფერაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას „ფორმულა“ ავრცელებს.

„დღეს ჩვენთვის მწუხარების დღეა — გარდაიცვალა ჩვენი კოლეგა და მეგობარი გიორგი ლაფერაშვილი. ლაფერას უდროოდ წასვლა განუზომელი პერსონალური და პროფესიული დანაკლისია. ვიზიარებთ და ვუერთდებით მისი ოჯახის, მეგობრების, კოლეგების ღრმა მწუხარებას“, – წერს ტელეკომპანია „ფორმულა“.

რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ მწუხარებას გამოთქვამს გიორგი ლაფერაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები