სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ!-ამინდი გაუარესდება

27-12-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს მოსალოდნელ ამინდის შესახებ, რაც შეიძლება გარკვეული საფრთხეები და გადაადგილების სირთულეები გამოიწვიოს.

28 დეკემბრიდან 29 დეკემბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია:

•დროგამოშვებით ნალექი, მთასა და მაღალმთიან რაიონებში ძლიერი თოვა და ქარბუქი;

•დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი;

•ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი.

შესაძლო შედეგები:

•დაავლეთ საქართველოს მდინარეებზე მოსალოდნელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება;

•პატარა მდინარეებზე შესაძლოა წყალმოვარდნები მოხდეს;

•გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურების რისკი;

•მაღალმთიან რაიონებში ზვავების ჩამოწოლის საშიშროება.

გზებზე ვითარება:

დიდთოვლობის, ზვავის, ლიპყინულისა და ხილვადობის გაუარესების გამო საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია მოძრაობის შეზღუდვა.

სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და გთხოვთ, გადაუდებელი საჭიროების გარეშე არ გაემგზავროთ მაღალმთიან რეგიონებში.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები