"უგონო მდგომარეობაში, გულის გაჩერებითა და დამწვრობით საავადმყოფოში..." - როგორია ჯარისკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც მეხი დაეცა

16-06-2023
ლექსო ნოზაძე
Aa

ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძეს ორფოლოს პოლიგონზე მეხი დაეცა.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა გარკვეული პარამეტრები დასტაბილურდა.

როგორც ირკვევა, იგი საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში, გულის გაჩერებითა და დამწვრობით გადაიყვანეს.

"აქტიურად გადაყვანა მოხდა დასტაბილურების პერიოდში. რეანიმაციული სიტუაცია იყო, დაინტუბირდა, პაციენტი ხელოვნური მართვის სუნთქვაზე გადავიყვანეთ და ჰერმოდინამიკა მედიკამენტების დონეზე სტაბილურადაა", - ამბობს ახალციხის რეფერალური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, კახი მუხიგულაშვილი.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები