როდესაც მამჩნევს, რომ თვალი კომენტარებისკენ გამექცა და რაღაც „ძაან არ მომეწონა“.. - რას წერს მაია დარსმელიძე შვილზე
მომღერალი მაია დარსმელიძე „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს და სოციალურ ქსელში, ახალგაზრდებისა და მისი შვილის, ფანიკო მღებრიშვილის მისამართით დაწერილ კრიტიკულ კომენტარებს ეხმიანება.
„ცცაკალელო ფაშისტუკებო… მაგრად „გვკიდია“, რას დაწერთ ჩვენზე… ეტყობა, მშობელი მართლა ბრმაა, მე მომწონს ჩემი შვილი და ძირითადად მახინჯს უწერენ“ – რას პასუხობს სტეფანე მღებრიშვილი მოქალაქეებს მისი შვილის მიმართ გამოთქმული კრიტიკის გამო
„ხომ მეშლება ხოლმე ნერვები? მაგრამ ფანის უნდა იცნობდეთ. როდესაც მამჩნევს, რომ თვალი კომენტარებისკენ გამექცა და რაღაც „ძაან არ მომეწონა“ – აქეთ მამშვიდებს, რომ ეგ ტროლი დებილების კომენტარები იმისთვისაა, რომ ჩვენი შვილები დააკომპლექსონ… მაგრამ ესენი იმდენად ადეკვატურები არიან, რომ საერთოდ არ ადარდებთ, ვიღაც გონებაჩლუნგი და ჩამორჩენილი პირუტყვის სტანდარტებში თუ ვერ სხდებიან“, – წერს მაია დარსმელიძე სოციალურ ქსელში.
ვიდეო: „ჩვენ ვიცავთ ჩვენი წინაპრების მოტანილ თავისუფალ საქართველოს“ – ფანიკო მღებრიშვილი