14 წლის გოგონამ ლუდი დალია და გარდაიცვალა. ტრაგედიის ახალი დეტალები
ლუდის დალევის შემდეგ 14 წლის სკოლის მოსწავლე გარდაიცვალა. შემთხვევა ეკატერინბურგის ორჯონიკიძევსკის რაიონში მოხდა.
SHOT-ის ცნობით, გოგონა მეგობართან მივიდა და ერთად დალიეს ლიტრა-ნახევარი ძლიერი ლუდი. შემდეგ გოგონამ დაიჩივლა, რომ ცუდად იყო და გვერდით ოთახში შევიდა დასაწოლად. უკვე ღამით მეგობარმა აღმოაჩინა, რომ მძიმედ სუნთქავდა და სასწრაფო გამოიძახა, მაგრამ შემთხვევის ადგილზე მისულმა ექიმებმა მისი გარდაცვალება დაადგინეს.
გარდაცვალების მიზეზი შეიძლება იყოს ანტიდეპრესანტები, რომლებიც გოგონამ მიიღო და რომლებიც შეუთავსებელია ალკოჰოლთან.
ყურადღება: ფოტო პირობითია,
ინფორმაციის წყარო: primetime.ge
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები