"ბევრ ბიჭს მოსწონდა, შეგვეშინდა, ვინმეს არ მოეტაცებინა..." - რა განცხადებას აკეთებს ოჯახი 15 წლის გოგოს იძულებით ქორწინებაზე

15-06-2023
ლექსო ნოზაძე
Aa

მარნეულში, ერთ-ერთ სოფელში არასრულწოვანის იძულებით დაქორწინების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. აქედან ერთი მოზარდის მამა, ხოლო მეორე სასიძოა.

ოჯახი ამტკიცებს, რომ ეს არ ყოფილა იძულებითი ქორწინება. მათი თქმით, ეს მხოლოდ ნიშნობა იყო.

„ჩემი შვილიშვილი მე-10 კლასის მოსწავლეა, როგორ უნდა გავათხოვოთ. უბრალოდ ბევრ ბიჭს მოსწონდა, ჩემს შვილიშვილს კი სხვა ბიჭი მოსწონდა..შეგვეშინდა, გოგოსაც შეეშინდა, რომ ვინმეს არ მოეტაცებინა, ამიტომაც დავნიშნეთ.

კანონიც და წესიც ვიცით, სანამ 18 წლის არ გახდებოდა არ გავათხოვებდით. მასაც სწავლა უნდოდა და მამამისის სურვილიც ეს იყო. ახლა ჭორი გაავრცელეს სკოლიდან, რომ მამამისმა ცემა, იძალადა და უნდოდა გაეთხოვებინა ეს სისულელეა.

გოგო 9 თვეა იმ ბიჭზე თავის სურვილით დაინიშნა. ჩემი ვაჟიც და ის ბიჭიც ტყუილად დააკავეს", - ამბობს გოგოს ბებია.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები