ქმარმა 158 000 დოლარის ღირებულების საათი და ეს მაჩუქა - ქეთა თოფურია რუსულ გადაცემაში

24-12-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

10:44 / 24-12-2024

158 000 დოლარიანი ოქროს საათი, 306 000 დოლარიანი ავტომობილი - ძვირადღირებული საჩუქრები მეუღლისგან: რაზე ისაუბრა ქეთა თოფურია რუსულ გადაცემაში

ქეთა თო­ფუ­რი­ამ გა­და­ცე­მა­ში „ფუ­ლის­თვის“ ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბულ სა­ჩუ­ქარ­ზე ისა­უბ­რა. მომ­ღე­რალ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ქმარ­მა 16 მი­ლი­ონ რუბ­ლად (158 000 დო­ლა­რი) ღი­რე­ბუ­ლი ვინ­ტა­ჟუ­რი სა­ა­თი აჩუ­ქა.

თო­ფუ­რი­ას თქმით, ქმარ­მა მის­თვის ქა­ლის ოქ­როს სა­ა­თი Patek Philippe Nautilus-ის ბრენ­დის­გან შე­ი­ძი­ნა. სა­ა­თის ღი­რე­ბუ­ლე­ბა ახლა 16 მი­ლი­ონ 748 ათას რუბლს შე­ად­გენს. ამავდრო­უ­ლად, მომ­ღე­რალ­მა გან­მარ­ტა, რომ ეს "არ იყო ძვი­რი".

თო­ფუ­რი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ ქმრის­თვის სა­ჩუქ­რე­ბის თხოვ­ნა არ არის სა­ჭი­რო, რად­გან თუ რამე უნდა თა­ვად ყი­დუ­ლობს.

მისი თქმით, ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სა­ჩუ­ქა­რი, ასე­ვე Rolls-Royce-ის ფირ­მის მან­ქა­ნაა. მან ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ თავს უხერ­ხუ­ლად გრძნობს, რო­დე­საც ვინ­მე ფუ­ფუ­ნე­ბა­ზე ესა­უბ­რე­ბა. "ამ დროს ოფლი მას­ხამს", - აღი­ა­რა ქე­თამ პოდ­კას­ტის წამ­ყვა­ნებ­თან სა­უ­ბარ­ში.

ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნით თო­ფუ­რია მე­სა­მე შვილ­ზე ორ­სუ­ლო­ბი­სას 2024 წლის მარ­ტში გა­მოჩ­ნდა, ცნო­ბი­ლია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი მან­ქა­ნის ფასი 31 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლი­დან იწყე­ბა, რაც 306 241 დო­ლა­რია.

თო­ფუ­რია ლევ ძენ­გოვ­ზე 2020 წელს და­ქორ­წინ­და. ერთი წლის შემ­დეგ წყვილს სა­ერ­თო შვი­ლი შე­ე­ძი­ნათ. ბიჭს ადა­მი და­არ­ქვეს. მომ­ღე­რალს ასე­ვე ჰყავს ქა­ლიშ­ვი­ლი ოლი­ვია ბიზ­ნეს­მენ ლევ გე­იხ­მან­თან პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან. 2024 წლის ივ­ლის­ში მომ­ღე­რალს მე­ო­რე ქა­ლიშ­ვი­ლი ნი­კო­ლი შე­ე­ძი­ნა.

წყარო: ambebi


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები