რამდენი ხნის განმავლობაშია ვირუსი გადამდები?
გაციება და გრიპი: განსხვავებები, სიმპტომები და პრევენცია
ჩვეულებრივი გაციება
გაციება ზედა სასუნთქი გზების მსუბუქი ინფექციაა, რომელსაც მრავალი ვირუსი იწვევს. ყველაზე გავრცელებულია რინოვირუსი, მაგრამ მას შესაძლოა სხვა ვირუსებიც იწვევდნენ, რის გამოც ერთ სეზონზე შესაძლებელია რამდენჯერმე გაცივდეთ.
გაციება გადამდებია და ვრცელდება:
•ჰაერწვეთოვანი გზით, როცა ინფიცირებული ადამიანი ახველებს ან აცემინებს.
•ახლო პირადი კონტაქტით, მაგალითად, ხელის ჩამორთმევით.
სიმპტომები:
•ცემინება;
•ცხვირის შეშუპება;
•ყელის ტკივილი;
•ხველა;
•დაბალი ტემპერატურის ცხელება.
გაციებით ინფიცირებული ადამიანი ყველაზე გადამდებია სიმპტომების დაწყებიდან 24–48 საათში, თუმცა შეიძლება ვირუსი სხვებს გადადოს სიმპტომების დაწყებამდე ერთი დღით ადრე.
რეკომენდაციები გაციების დროს:
•ნიღბის ტარება სიმპტომების დაწყებიდან 5-6 დღის განმავლობაში.
•სიმპტომების დროს მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს.
•სვით სითხეები და დაისვენეთ.
გრიპი
გრიპი უფრო მძიმე დაავადებაა, ვიდრე გაციება და გამოწვეულია გრიპის A და B ვირუსებით, რომლებიც აზიანებენ ცხვირს, ყელს და ზოგჯერ ფილტვებსაც.
გრიპის სიმპტომები:
•მაღალი ცხელება და შემცივნება;
•ხველა;
•ყელის ტკივილი;
•ცხვირიდან გამონადენი ან ცხვირის შეშუპება;
•კუნთებისა და სახსრების ტკივილი;
•თავის ტკივილი;
•საერთო სისუსტე და დაღლილობა.
გრიპი გადამდებია:
•ჰაერწვეთოვანი გზით, ხველის, ცემინების ან ლაპარაკის დროს წარმოქმნილი წვეთებით.
•ზედაპირებიდან, რომელზეც ინფიცირებულმა ადამიანი შეეხო.
გრიპის დროს ადამიანი გადამდებია:
•სიმპტომების დაწყებამდე 24 საათით ადრე.
•სიმპტომების პირველ ორ დღეში განსაკუთრებით გადამდებია.
•სიმპტომების მესამე-ოთხე დღისთვის ვირუსის გამოყოფა იკლებს, თუმცა შეიძლება კვლავ არსებობდეს დაბალი რისკი.
როგორ შევამციროთ ვირუსის გავრცელების რისკი?
1.კარგი ჰიგიენა
•ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით, მინიმუმ 20 წამი.
•გამოიყენეთ ხელის სადეზინფექციო ხსნარი, თუ წყალი და საპონი მიუწვდომელია.
•გაწმინდეთ და დეზინფექცია ჩაუტარეთ ხშირად შეხებადი ზედაპირებს (მაგ: სმარტფონი, კარის სახელური).
2.დაიცავით სუნთქვის ჰიგიენა
•ახველეთ ან აცემინეთ ქაღალდის ხელსახოცში და შემდეგ გადააგდეთ.
•თუ ქაღალდი არ გაქვთ, ხველის ან ცემინების დროს იდაყვში ჩაფარეთ სახე.
3.სუფთა ჰაერი
•ხშირად გაანიავეთ ოთახი, განსაკუთრებით საერთო საცხოვრებელი სივრცეები.
•ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, რათა სხეული გაჯანსაღდეს და ვირუსები თავიდან აიცილოთ.
4.თავი აარიდეთ ხალხმრავალ ადგილებს
•მოერიდეთ ადამიანებთან მჭიდრო კონტაქტს, თუ ავად ხართ ან სხვები არიან ავად.
5.ჰიდრატაცია და ჯანსაღი კვება
•სვით ბევრი სითხე.
•მიიღეთ საკვები, რომელიც მდიდარია ვიტამინებით, განსაკუთრებით C ვიტამინით და თუთიით, რაც იმუნიტეტს გააძლიერებს.
როდის მივმართოთ ექიმს?
თუ გაციებას ან გრიპს თან ახლავს შემდეგი სიმპტომები, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია:
•მაღალი ტემპერატურა, რომელიც არ იკლებს 3 დღეზე მეტხანს.
•სუნთქვის გაძნელება ან ტკივილი გულმკერდის არეში.
•ძლიერი თავის ტკივილი ან ყელის ძლიერი ტკივილი.
•ხველა, რომელსაც სქელი ან სისხლიანი ნახველი ახლავს.
დასკვნა
გაციება და გრიპი ორივე ვირუსული ინფექციაა, მაგრამ განსხვავდებიან სიმძიმით და სიმპტომებით. მათი თავიდან აცილება შესაძლებელია კარგი ჰიგიენით, იმუნიტეტის გაძლიერებით და დაავადებულებთან კონტაქტის თავიდან აცილებით. თუ ინფექციის სიმპტომები მწვავდება ან დიდხანს გრძელდება, მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.