"სისტემატურად ამყარებდა სქესობრივ კავშირს.. ვეღარ გაუძლო და კორპუსიდან გადმოხტა" - სინამდვილეშ რა გახდა 15 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზი

ლექსო ნოზაძე
Aa

საქართველოს პროკურატურამ 15 წლის მოზარდთან სქესობრივი კავშირის დამყარებისა და თვითმკლელობამდე მიყვანის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

ამასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

“ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბა­თუმ­ში, ბრალ­დე­ბუ­ლი 16 წლის ასაკს მუღ­წე­ველ და­ზა­რა­ლე­ბულ­თან სის­ტე­მა­ტუ­რად ამ­ყა­რებ­და სქე­სობ­რივ კავ­შირს. ასე­ვე სის­ტე­მა­ტუ­რად ამ­ცი­რებ­და მას, აყე­ნებ­და სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას და ლა­ხავ­და მის პა­ტივ­სა და ღირ­სე­ბას, რის გა­მოც 11 ივ­ნისს, და­ზა­რა­ლე­ბულ­მა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის მე-15 სარ­თუ­ლი­დან გად­მოხ­ტო­მით სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი 13 ივ­ნისს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის “ა’’ ქვე­პუნ­ქტით (თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნა გენ­დე­რის ნიშ­ნით) და 140-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (სრულ­წლოვ­ნის მიერ სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბა წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით 16 წლის ასაკს მი­უღ­წევ­ლთან) წა­რედ­გი­ნა.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით, პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მო­თხოვ­ნით, ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს.სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა”, – ვკითხულობთ განცხადებაში.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები