სულ ჩვენთანაა, მაგრამ ჩვენ უფრო ჩვენთან გვინდოდა, ბევრად უფრო ჩვენთან“ – ეკა ტოგონიძის ემოციური პოსტი

20-12-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

დღეს, პოლიტიკოსი რატი სამყურაშვილი 47 წლის გახდებოდა. ის მძიმე სენთან ხანგრძლივ ბრძოლაში, ოთხი წლის წინ დამარცხდა.

რატის მეუღლე, მწერალი და ჟურნალისტი ეკა ტოგონიძე, ფეისბუქზე წერს:

“რატი მეხუთედ გახდა 42-ის, მისი ასაკი აღარ იძვრის, დავეწიე და გავუსწარი, წელს მასზე უფროსი ვარ. სულ ჩვენთანაა, ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ერთად მივდი-მოვდივართ. მაგრამ ჩვენ უფრო ჩვენთან გვინდოდა, ბევრად უფრო ჩვენთან.”


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები