სად და რატომ მოხდა უბედურება, რომლის შესახებ ადგილობრივები საუბრობენ?
კაცი სახლში ბრუნდებოდა რა დროსაც ადიდებულმა მდინარემ გაიტაცა
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ობჩაში, 60 წლამდე მამაკაცი მდინარემ წაიღო. შემთხვევა გასულ ღამეს მოხდა. კაცი სახლში ბრუნდებოდა, გზად კი წვიმისგან ადიდებულ მდინარეზე გადასვლა მოუწია და დინებამ გაიტაცა.
ამ კაცის სახლისკენ მიმავალი გზა არ არის გაკეთებული და არც ხიდია გადასასვლელი. იფიქრა, მდინარეს გადავივლიო, მაგრამ წვიმის გამო ადიდებული იყო და ეს ტრაგედია მოხდა.
ცხედარი შემთხვევის ადგილიდან 100 მეტრში იპოვეს. სამაშველოებიც იყვნენ ადგილზე და პოლიციაც,” – განუცხადა მთავარ არხს” ადგილობრივმა.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები