"მადლობა, რომ ჩვენი გვარის სიამაყე იყავი" - გილიგაშვილების ოჯახში ტრაგედია დატრიალდა

14-06-2023
გიორგი გელაშვილი
Aa

მომღერლის და მსახიობის, გიორგი გილიგაშვილის ბიძა, როლანდ გილიგაშვილი გარდაიცვალა. 

ეს სამწუხარო ინფორმაცია გიორგის დამ, ნუცამ გაავრცელა:

"ჩემი საამაყო ბიძა აღარ მყავს, მაგრამ ისეთი ღირსეული და პატიოსანი კაცი იყავი, ყოველთვის დარჩება შენი სამაგალითო საქმეები ისტორიებად და მაგალითებად...

მადლობა, რომ ჩვენი გვარის სიამაყე იყავი და ყველას ისეთ კეთილ და პატიოსან ადამიანად ახსოვხარ, რომ ხაზგაუსმელი არავის რჩება… მეამაყები როლანდი ბიძია და სულ ასე იქნება. მიყვარხარ", - წერს ნუცა გილიგაშვილი.

აქვე გეტყვით, რომ რონალდ გილიგაშვილი 2001-2003 წლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრი გახლდათ.



FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები