“როგორც ირკვევა, ახლა მხოლოდ ერთმანეთის იმედი შეიძლება გვქონდეს” - რას წერს დავით გოგიჩაიშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე

08-12-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

იზნესკონსულტანტი, ადამიანების მენეჯმენტის ტრენერი, ტელეწამყვანი, ჟურნალისტი და მარკეტერი დავით გოგიჩაიშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

"ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლებოდა აღმოვჩენილიყავით ამ სასტიკი ძალადობის მსხვერპლების მაგივრად; ჟურნალისტი, ექიმი, მსახიობი, მწერალი, სტუდენტი, მშობელი, მენეჯერი, მასწავლებელი, ყველა სათითაოდ და ერთად ჩვენი მხრიდან მადლობის თქმას იმსახურებს;

მათ შორის ჩვენი ბევრი მეგობარი, მეგობრის შვილი, კარგი ნაცნობი, ან სრულიად უცნობი ადამიანია

სიტყვა "სოლიდარობა" ადრე დიდად არ მომწონდა, თუმცა, ახლა ვხვდები თუ რა საჭირო და აუცილებელიცაა, რადგან როგორც ირკვევა, ახლა მხოლოდ ერთმანეთის იმედი შეიძლება გვქონდეს."


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები