„ეს ტალღა, რომელიც ასე აზვირთდა და აგორდა, ამას არაფერი აღარ გააჩერებს…“ - მაკა ჩიჩუა

07-12-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

მოქალაქეები მეცხრე დღეა აპროტესტებენ 28 ნოემბერს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ – მათ შორის არის ყოფილი პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა.

„მედგრად ბოლომდე ვიბრძოლოთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – ასე ეხმაურება ჩიჩუა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. საქართველოს ყოფილი პირველი ლედი ამბობს, რომ ის, რაც ახლა ქვეყანაში ხდება, ამ პროცესებს აღარაფერი გააჩერებს:

„ეს ტალღა, რომელიც ასე აზვირთდა და აგორდა, ამას არაფერი აღარ გააჩერებს. მიუხედავად იმისა, მე რასაც ვისმენ ადამიანებისგან როგორ უსწორდებიან ამ კრიმინალური ბანდის,ამას უკვე ხელისუფლება ხომ აღარ ჰქვია, ეს არის კრიმინალური დაჯგუფება, რომელმაც გადაწყვიტა ყველანაირი მეთოდი გამოიყენოს, იმიტომ რომ რუსების დაკვეთას ასრულებს… მედგრად ბოლომდე ვიბრძოლოთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა „ფორმულასთან“ მაკა ჩიჩუამ.



FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები