"მე შენ თავს არასდროს არ დაგახრევინებო და მაშინ გამოვა, რომ სულ თავჩაქინდრულმა უნდა ვიარო" - რას ამბობს სპეცრაზმელის დედა

05-12-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

"მთა­ვარ­მა არ­ხმა" სპეც­რაზ­მე­ლე­ბის სია გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რომ­ლე­ბიც სა­ვა­რა­უ­დოდ, ბოლო დღე­ე­ბის აქ­ცი­ე­ბის დარ­ბე­ვა­ში და მო­მი­ტინ­გე­ე­ბის ცე­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ.

ამ სი­ა­ში მყო­ფი ერთ-ერთი სპეც­რაზ­მე­ლის დედა ფიქ­რობს, რომ შე­საძ­ლოა, მის შვილს არ მი­უ­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა დარ­ბე­ვა­ში ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვას, თუ რა­ტომ ფიქ­რობს ასე, ქალი პა­სუ­ხობს:

"ჩემი შვი­ლი არის გორ­ში. გა­და­ა­მოწ­მეთ თუ გინ­დათ. ყო­ველ­თვის იმას მე­უბ­ნე­ბა, რომ მე შენ თავს არას­დროს არ და­გახ­რე­ვი­ნე­ბო და იმე­დი მაქვს მე ჩემი შვი­ლის. შვი­ლი გავ­ზარ­დე ისე, რომ მხო­ლოდ და მხო­ლოდ სამ­შობ­ლოს ემ­სა­ხუ­როს. ჩემ­თვის არის ძა­ლი­ან დიდი ტრა­გე­დია რაც ხდე­ბა ქვე­ყა­ნა­ში.

იმე­დი მაქვს, რომ მალე დამ­თავ­რდე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი და მშვი­დო­ბა იქ­ნე­ბა და სი­კე­თით დას­რულ­დე­ბა.

კაც­თმოყ­ვა­რედ ვზრდი­დი ჩემს შვილს, ადა­მი­ა­ნუ­რად გავ­ზარ­დე და ვთვლი, რომ ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნია და სხვა­ნა­ი­რად არ შე­მიძ­ლია.

მე ეს სი­ტყვე­ბი ყო­ველ­თვის მიტ­რი­ა­ლებს თავ­ში, მე შენს თავს არას­დროს არ და­გახ­რე­ვი­ნე­ბო და მა­შინ გა­მო­ვა, რომ სულ თავ­ჩა­ქინ­დრულ­მა უნდა ვი­ა­რო", - ამ­ბობს სპეც­რაზ­მე­ლის დედა "მთა­ვარ არხთან".


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები