საქართველოს მთავრობა მიმართვას ავრცელებს

03-12-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

საქართველოს მთავრობა მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, უკვე არაერთგზის გამოვხატეთ ჩვენი მზადყოფნა, გავმართოთ საჯარო დისკუსია ადამიანებთან, რომლებიც ჩვენი გუნდის მიერ 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ. ამგვარ საჯარო დისკუსიაში ჩართვის ინტერესი უკვე გამოთქვა რამდენიმე ყოფილმა და მოქმედმა პოლიტიკოსმა. ვთავაზობთ მათ, ათამდე თანამოაზრესთან ერთად, ხვალ მობრძანდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, რათა გავმართოთ საჯარო დისკუსია პირდაპირი ეთერის ფორმატში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე“ - ნათქვამია განცხადებაში.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები