"ოპერაციის დასრულება ვერ შეძლეს, ტვინი ნდაზიანებულია" - ბოლო ცნობები 22 წლის დაშავებული ბიჭისგან

03-12-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აქ­ცი­ა­ზე და­შა­ვე­ბულ 22 წლის ბიჭს ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და, თუმ­ცა თვა­ლის ბუ­დის შე­შუ­პე­ბის გამო ექი­მებ­მა მისი დას­რუ­ლე­ბა ვერ შეძ­ლეს.

და­შა­ვე­ბუ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ბი­ჭის მა­მი­და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს. მისი თქმით, ბიჭს ტვი­ნის და­ზი­ა­ნე­ბა აქვს.

"ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და, მაგ­რამ თვა­ლის ბუ­დის შე­შუ­პე­ბის გამო ვერ შეძ­ლეს დას­რუ­ლე­ბა. ამ ეტაპ­ზე არის რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, ღია ჭრი­ლო­ბით და ინ­ფექ­ცი­ის დიდი რის­კით. აქვს ტვი­ნის და­ზი­ა­ნე­ბა. კაფ­სუ­ლა მოხ­ვდა შუბ­ლზე და დამ­სხვრე­უ­ლი აქვს ძვა­ლი. დი­ლამ­დე და­ა­ძი­ნეს. დი­ნა­მი­კა­ში ნა­ხა­ვენ შეძ­ლე­ბენ თუ არა ოპე­რა­ცი­ის გაგ­რძე­ლე­ბას. იმე­დია ღმერ­თი არ გაგ­ვწი­რავს“,- აცხა­დებს და­შა­ვე­ბუ­ლის მა­მი­და, ეკა თირ­ქია.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­ზე და­შა­ვე­ბუ­ლი 22 წლის ბიჭი მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბა. ის ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი.

ამას­თან, რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ კლი­ნი­კა­ში გა­ნუ­ცხა­დეს, და­შა­ვე­ბუ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე კო­მენ­ტა­რი 14:30 სა­ათ­ზე გა­კეთ­დე­ბა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები