სურსათზე ფასების სურსათზე ფასების ზრდა ნოემბერშიც გაგრძელდა - ნახეთ, რამდენი პროცენტით გაძვირდა ესა თუ ის პროდუქტი

03-12-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

ნო­ემ­ბერ­ში, წინა თვეს­თან შე­და­რე­ბით, ბოსტნე­ულ­ზე ფა­სე­ბი 17.9%-ით, შა­ქარ­ზე, ჯემ­ზე და სხვა ტკბი­ლე­ულ­ზე 3.4%-ით, ზეთ­სა და ცხიმ­ზე 3.3%-ით გა­ი­ზარ­და.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, 2.6%-ით მო­ი­მა­ტა თევ­ზე­უ­ლის ფას­მაც, ასე­ვე რძე, ყვე­ლი და კვერ­ცხი 1%-ით გაძ­ვირ­და.

"საქსტა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით“ ფა­სე­ბი შემ­ცირ­და შემ­დეგ ქვეჯ­გუ­ფებ­ზე: ხილი და ყუ­რძე­ნი (-3.6%), ყავა, ჩაი და კა­კაო (-1.2%), ხორ­ცი და ხორ­ცის პრო­დუქ­ტე­ბი (-0.4%).

"სურ­სა­თი და უალ­კოჰო­ლო სას­მე­ლე­ბი: ჯგუფ­ში ფა­სე­ბი გა­ი­ზარ­და 2.2 პრო­ცენ­ტით, რაც თვის ინფლა­ცი­ა­ზე 0.74 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით აი­სა­ხა. ფა­სე­ბი მო­მა­ტე­ბუ­ლია ქვეჯ­გუ­ფებ­ზე: ბოსტნე­უ­ლი და ბა­ღჩე­უ­ლი (17.9 პრო­ცენ­ტი), შა­ქა­რი, ჯემი და სხვა ტკბი­ლე­უ­ლი (3.4 პრო­ცენ­ტი), ზეთი და ცხი­მი (3.3 პრო­ცენ­ტი), თევ­ზე­უ­ლი (2.6 პრო­ცენ­ტი), მი­ნე­რა­ლუ­რი და წყა­როს წყა­ლი, უალ­კოჰო­ლო სას­მე­ლე­ბი და ნა­ტუ­რა­ლუ­რი წვე­ნე­ბი (1.9 პრო­ცენ­ტი), რძე, ყვე­ლი და კვერ­ცხი (1.0 პრო­ცენ­ტი),“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ცნო­ბის­თვის, სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნო­ემ­ბერ­ში, წინა თვეს­თან შე­და­რე­ბით, ინფლა­ცი­ის დო­ნემ სა­ქარ­თვე­ლო­ში 0.7 პრო­ცენ­ტი, ხოლო წლი­უ­რი ინფლა­ცი­ის დო­ნემ 1.3 პრო­ცენ­ტი შე­ად­გი­ნა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები