"პირობას გაძლევთ სათითაოდ ჩაგხედავთ თვალებში, ვინც ამ მძიმე დროს ისარგებლეთ ჩემი მდგომარეობით და მლანძღეთ, თითოეული ადამიანის მონაცემი შევინახე" - ზურა ხაჩიძე

03-12-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

მუ­სი­კო­სი და სამ­ცხე- ჯა­ვა­ხე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რის მო­ად­გი­ლე ზურა ხა­ჩი­ძე ბოლო დღე­ებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს აფა­სებს და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ სტა­ტუსს აქ­ვეყ­ნებს. რო­გორც ხა­ჩი­ძე წერს, არ თვლის რომ ქვე­ყა­ნამ კურ­სი შე­იც­ვა­ლა და შე­სა­ბა­მი­სად თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბას არ პი­რებს

"გუ­შინ ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნის დაკ­რძალ­ვა იყო, რის გა­მოც ქვე­ყა­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია ვერ და­ვა­ფიქ­სი­რე, ამი­ტომ დღეს დავ­წერ ჩემს სათ­ქმელს - სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟი­მის დროს პირ­ვე­ლი რა­მაც ჩემ­ში უსა­მარ­თლო­ბის გან­ცდა გა­მო­იწ­ვია ეს იყო ძა­ლა­დო­ბა ადა­მი­ა­ნებ­ზე ქუ­ჩა­ში, ცი­ხე­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის ფეხ­ქვეშ გა­თელ­ვა და პო­ლი­ცი­უ­რი სა­ხელ­მწი­ფოს შექ­მნამ.

ვგმობ ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ძა­ლა­დო­ბას, რო­გორც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ზე ასე­ვე პო­ლი­ცი­ელ­ზე რო­მე­ლიც ჩვენს სა­ხელ­მწი­ფო­ში წეს­რიგს იცავს.

(ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტეტს საფრ­თხე, რომ და­ე­მუქ­როს ეს პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი წინა ხაზ­ზე დად­გე­ბი­ან და ქვეყ­ნის­თვის, ყვე­ლა­ზე ძვირ­ფას, სა­კუ­თარ სი­ცო­ცხლეს დათ­მო­ბენ) ჩემი სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რა სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს და მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს, რომ­ლე­ბიც ამ შეხ­ლა-შე­მოხ­ლა­ში მოჰ­ყვნენ.

არ გა­მო­ვაქ­ვეყ­ნებ მაგ­რამ პი­რო­ბას გაძ­ლევთ სა­თი­თა­ოდ ჩაგ­ხე­დავთ თვა­ლებ­ში, ვინც ამ მძი­მე დროს ისარ­გებ­ლეთ ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბით და მლან­ძღეთ, თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის მო­ნა­ცე­მი შე­ვი­ნა­ხე, არა შუ­რის­ძი­ე­ბის­თვის, არა­მედ თქვე­ნი ლუსტრა­ცი­ის­თვის და მო­რა­ლუ­რი ფსკე­რის ჩვე­ნე­ბის­თვის.

გა­ო­ცე­ბუ­ლი ვარ რა სი­ტყვებს იყე­ნე­ბენ ეს პა­ტა­რა გოგო/ბი­ჭე­ბი, სა­ო­ცა­რი სად გა­ი­ზარ­დნენ?! ვთქვათ და არ ვფიქ­რობ ისე რო­გორც შენ ფიქ­რობ ეს არის დე­მოკ­რა­ტია და ევ­რო­პა რა­საც იწე­რე­ბით? ეს არის დე­მოკ­რა­ტი,თქვე­ნი გა­გე­ბით?! არ ვი­ზი­ა­რებ შენს პო­ზი­ცი­ას და მაქვს ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბა ასე­თი სი­ტყვე­ბით რომ მე­ტყვე­ლებ არ გრცხვე­ნია?! აქვე მცი­რე ლი­რი­კუ­ლი გა­დახ­ვე­ვა, დოქ­სო­პუ­ლო შენ დედა გყავს?...

რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს პო­ზი­ცი­ას ბევ­რმა მომ­ნიშ­ნა “იმე­დის” ეთერ­ში გა­კე­თე­ბულ ძველ გან­ცხა­დე­ბა­ზე რომ ქვეყ­ნის კურ­სის შეც­ვლის შემ­თხვე­ვა­ში თა­ნამ­დე­ბო­ბას დავ­ტო­ვებ­დი. მინ­და ხმა­მაღ­ლა გან­ვა­ცხა­დო, ჩემს გუნდს და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას კურ­სი არ შე­უც­ვლია და თუ ვინ­მეს წა­კი­თხუ­ლის ან მოს­მე­ნი­ლის ში­ნა­არ­სის გა­გე­ბის უნა­რი არ გა­აჩ­ნია მისი პრობ­ლე­მაა. ნათ­ლად გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა “და­სავ­ლე­თის მზა­ო­ბის შემ­თხვე­ვა­ში მზად არის, დღეს­ვე მო­ა­წე­როს ხელი მო­ლა­პა­რა­კე­ბის გახ­სნას ევრო სტრუქ­ტუ­რებ­თან” მეტს არა­ფერს დავ­წერ!

პ.ს. კი­დევ ერთხელ დავ­წერ ყო­ველ­თვის ჩემი სა­ხელ­მწი­ფოს და ეკ­ლე­სი­ის გვერ­დში ვიქ­ნე­ბი, არას­დროს და­ვუ­ჭერ მხარს რე­ვო­ლუ­ცი­ას და ქვეყ­ნის გა­ნად­გუ­რე­ბას, ყო­ველ­თვის ვი­მოქ­მე­დებ ისე, რო­გორც ამას ში­ნა­გა­ნი მო­რა­ლი მი­კარ­ნა­ხებს. ღმერ­თმა და­ლო­ცოს სა­ქარ­თვე­ლო!"


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები