ავტოსაგზაო შემთხვევას თბილისში სტუდენტი ემსხვერპლა - "ლუკა ტროტუარზე მიდიოდა, როცა მაღალი სიჩქარით მოძრავი მანქანა დაეჯახა"
თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სტუდენტი ემსხვერპლა.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი უბედური შემთხვევა 28 ნოემბრის საღამოს დიდუბეში მოხდა. ახალგაზრდა ქვეითად გადაადგილდებოდა, როცა ავტომობილი დაეჯახა.
"გუშინ წინ საღამოს 9 საათისკენ გადადიოდა დიდუბისკენ მიმავალ ხიდზე, ლუკა ქვეითად იყო, ვიღაც არაადამიანი მთელი სისწრაფით ავარდა ტროტუარზე და გადაუარა ბავშვს და გაიქცა... საშინელება მოხდა. თავის გზაზე მიდიოდა, როცა მაღალი სისწრაფით მიმავალმა მანქანამ იმსხვერპლა" - გვიყვება გარდაცვლილის ახლობელი.
წყარო: ambebi.ge
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები