"სიცოცხლემ გაიმარჯვა! ნიაკოც და თათულიც გონზე არიან, ცოტა ცრემლებს ღვრიან... ნიას დღეს აუწყვეს თავის ქალა" - რას წერს ახლობელი ავარიის შედეგად დაშავებულ დებზე?

26-11-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გულ­შე­მატ­კივ­რობს ავა­რი­ის შე­დე­გად და­შა­ვე­ბულ დებს. შემ­თხვე­ვა გა­სულ თვე­ში ოსი­ა­უ­რი-ხა­შუ­რის მო­ნაკ­ვეთ­ზე მოხ­და. 15 წლის ნი­ა­კოს და 8 წლის თა­თუ­ლის მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი იმ დროს და­ე­ჯა­ხათ, გზა­ზე გა­და­დი­ოდ­ნენ. მა­შინ თვითმხილ­ვე­ლე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ "ბავ­შვე­ბი ექ­სკურ­სი­ის მარ­შუტ­კი­დან ჩა­მო­ვიდ­ნენ, გზა­ზე გა­დას­ვლას, რომ ცდი­ლობ­დნენ, მან­ქა­ნა მა­შინ და­ე­ჯა­ხათ".

გო­გო­ნე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად უკვე რამ­დე­ნი­მე კვი­რაა სრუ­ლი­ად ერი გა­ერ­თი­ან­და და სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბით 60 ათა­სი ლარი შე­აგ­რო­ვა, რო­მე­ლიც გო­გო­ნე­ბის დე­დას გა­და­უ­რი­ცხა.

რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბით გო­გო­ნე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­და, მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე აღარ ემუქ­რე­ბა და უფრო მე­ტიც, ნი­ა­კო და თა­თუ­ლი უკვე გონ­ზე მო­ვიდ­ნენ. სა­სი­ხა­რუ­ლო ამ­ბავს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სან­დრო ელოშ­ვი­ლი აქ­ვეყ­ნებს. სწო­რედ ის აწ­ვდი­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ამ პე­რი­ოდ­ში გო­გო­ნე­ბის შე­სა­ხებ ახალ ცნო­ბებს.

"სა­ნამ მა­ნამ და მა­ნამ სა­ნამ, გა­ვერ­კვე­ვით ვინ მო­ი­გო და ვინ წა­ა­გო... ერთ და­დას­ტუ­რე­ბულ გა­მარ­ჯვე­ბა­ზე მო­გიყ­ვე­ბით ყვე­ლას, ვი­საც გვჯე­რო­და და არ გვჯე­რო­და, ვინც სა­კუ­თარ შვი­ლებს მო­ა­კე­ლით თუნ­დაც ერთი ლარი და ვინც გულ­ში ისე ილო­ცეთ, სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის­თვის რომ ილო­ცებ­დით... თვე ნა­ხევ­რის წინ ამ ორ მზის სხი­ვა და ღი­მი­ლა გო­გოს ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ჯა­ხა და მდგო­მა­რე­ო­ბა სა­შინ­ლად მძი­მე იყო...


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები