“თიკა რა მაგარი გოგო ხარ” – რა სიურპრიზი გაუკეთა იუბილარ მამას თიკა ფაცაციამ
თიკა ფაცაციას დიდი ოჯახი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. თიკა ხშირად უზიარებს გულშემატკივრებს ფოტოებს და ვიდეოებს ოჯახური თავშეყრებიდან. ამჯერად მან და მისმა ძმამ მამას გაუკეთეს სიურპრიზი და 77-ე დაბადების დღეზე ქალაქიდან წაიყვანეს, სასიამოვნო გარემოში, შვილიშვილებთან ერთად აღუნიშნეს დღეობა.
“ამ ბედნიერი მომენტებისთვის ვცხოვრობთ. მამას დღე”, – აღნიშნა თიკამ და ოჯახური ფოტოები გამოაქვეყნა.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები