"ქალი წაიქცა, უმწეო გოგოს თავიდან სისხლი სდიოდა და ეს უარესად ურტყამდა ქვას... ამბობენ, მკვლელობის მოტივი ეჭვიანობა იყოო" - რას ჰყვება მოკლული ქალის მეზობელი

22-11-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa


"ქალი წაიქცა, უმწეო გოგოს თავიდან სისხლი სდიოდა და ეს უარესად ურტყამდა ქვას... ამბობენ, მკვლელობის მოტივი ეჭვიანობა იყოო" - რას ჰყვება მოკლული ქალის მეზობელი

21 ნო­ემ­ბერს კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა ქალი, რო­მე­ლიც სა­გა­რე­ჯო­ში ყო­ფილ­მა ქმარ­მა სცე­მა. შემ­თხვე­ვა რამ­დე­ნი­მე დღის წინ მოხ­და და მა­მა­კა­ცი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.

ციკო სუ­ლი­კაშ­ვი­ლი თა­ვის არე­ში მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბით კლი­ნი­კა­ში 11 ნო­ემ­ბერს მო­ა­თავ­სეს და მედ­პერ­სო­ნა­ლის მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

შსს-მ მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის ორი მუხ­ლით და­ი­წყო – 11 პრი­მა 109-ე (ოჯა­ხის წევ­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში) და 11 პრი­მა 381 (შე­მა­კა­ვე­ბე­ლი, ან დამ­ცა­ვი ორ­დე­რით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა). მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც მა­ნამ­დე შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი ჰქონ­და გა­მო­წე­რი­ლი ტა­რი­ელ სუ­ხიშ­ვი­ლია.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა პრო­კუ­რა­ტუ­რამ, რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მია, რომ სა­გა­რე­ჯო­ში და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი მე­უღ­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბულს, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო ბრალ­დე­ბას და­უმ­ძი­მე­ბენ. უწყე­ბა ამ­ბობს, რომ კაც­მა ქალს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლის თან­დას­წრე­ბით მი­ა­ყე­ნა.

AMBEBI.GE-ს გარ­დაც­ვლი­ლი ციკო სუ­ლი­კაშ­ვი­ლის მე­ზო­ბე­ლი უყ­ვე­ბა:

"ტა­რი­ელ სუ­ხიშ­ვი­ლი ხე­ლო­სა­ნი ბიჭი იყო... ზედ­მე­ტი სი­შა­ვის გამო მას მეტ­სა­ხე­ლად "ტა­რა­კა­ნას" ეძახ­დნენ. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ის ხში­რად ძა­ლა­დობ­და ცი­კო­ზე და შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რიც ჰქონ­და გა­მო­წე­რი­ლი. ტა­რი­ე­ლი ცი­ხი­დან ახ­ლა­ხან გა­მო­ვი­და, მა­საც კარ­გად ვიც­ნობ­დი. მე­დი­ით გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ძა­ლა­დო­ბის მუხ­ლით იხ­დი­და სას­ჯელს, მაგ­რამ მე რო­გორც ვიცი, ქურ­დო­ბის­თვის იჯდა ცი­ხე­ში - წყა­ლი გა­კეთ­და და ობი­ექ­ტი­დან კრა­ნე­ბი მო­უ­პა­რავს.

ამ­ბო­ბენ, მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი ეჭ­ვი­ა­ნო­ბა იყო, თა­ვი­დან ეგო­ნათ, ალ­ბათ ციკო ვი­ღა­ცას­თან ნა­ხაო, რა­ღაც მე­სი­ჯებ­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ, ზუს­ტად არც არა­ვინ იცის, რამ გა­და­უბ­რუ­ნა ტვი­ნი. მერე თქვეს, ბი­ძაშ­ვილს, თუ მა­მი­დაშ­ვილს სწერ­დაო, ტა­რი­ელს არც უნა­ხავს, ეგო­ნა კაცს მის­წე­რაო. რა მე­სი­ჯებ­ზეა ლა­პა­რა­კი, ან რო­დის ნახა, არა­ვინ იცის, ოჯა­ხის ამ­ბა­ვია და არა­ვი­ნაა ჩა­ხე­დუ­ლი.

კაც­მა ქალს მი­ა­კი­თხა, იჩხუ­ბეს და ასე სას­ტი­კად გა­უს­წორ­და. ციკო ძა­ლი­ან კარ­გი და წე­სი­ე­რი ადა­მი­ა­ნი იყო, მას­ზე სა­გა­რე­ჯო­ში ცუდს ვე­რა­ვინ იტყვის, პა­ტი­ოს­ნად ცხოვ­რობ­და, შრო­მობ­და და ორ შვილს ზრდი­და.. შემ­თხვე­ვა ცი­კოს სახ­ლის ეზო­ში მოხ­და, გვი­ა­ნი იყო და მა­მას ეძი­ნა, რომ გა­ე­გო, შვილს ხომ და­ეხ­მა­რე­ბო­და. ვინ­მეს­თვის მა­ინც და­ე­ძა­ხა, რომ ეჩხუ­ბე­ბო­და, ი­ნებ ეშ­ვე­ლათ...

ამ­ბო­ბენ, რომ ტა­რი­ე­ლი არ იყო ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რა­ღაც სინ­თე­თი­კურ ნარ­კო­სა­შუ­ა­ლე­ბა­ზე აქვთ ეჭვი, ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­ებს რომ იწ­ვევს, თო­რემ ფხი­ზე­ლი იმ­დენს კი გა­აც­ნო­ბი­ე­რებ­და, რას სჩა­დი­ო­და - ქალი წა­იქ­ცა, უმ­წეო გო­გოს თა­ვი­დან სის­ხლი სდი­ო­და და ეს უა­რე­სად ჩეჩ­ქვავ­და, თან შვი­ლის თვალ­წინ. ეგ რომ საღ ჭკუ­ა­ზე ყო­ფი­ლი­ყო, ამას იზამ­და? არც ასე­თი უტვი­ნო იყო, ეს ჩა­ე­დი­ნა. რა უნ­დო­და, რას ერ­ჩო­და სა­წყალ ქალს, ან შვი­ლებს?! ასე­თი ცი­ხე­ში უნდა ჩალ­პეს".


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები