"აუდიტორიაში შიშისგან კანკალებდა" - რას ამბობს სტუდენტი, რომელმაც კობახიძეს რუბლები შეაყარა
“კობახიძე შიშისგან კანკალებდა” - ამბობს სტუდენტი, რომელმაც ირაკლი კობახიძეს რუსული რუბლები შეაყარა.
“ცოლის მოყვანას, ბატონო ირაკლი, ჯერ არ ვაპირებ და იმასაც გეტყვით, რომ ჯერ სწავლა მირჩევნია, რასაც, ეტყობა, თქვენ არ გვისრულებთ, სტუდენტებს.
სტუდენტები ვართ ის ძალა, რომელმაც 7 და 8 მარტი ჩაატარა და უკან გააწვევინა კანონი და სტუდენტების ძალიან ეშინია და ყველაფერს იზამს, რომ გაგვაშავოს, გაგვაჩუმოს, მაგრამ ვერ ეღირსება.
იციან, რომ დასასრული მოდის და ამიტომ ყველა გზას იყენებენ. გუშინდელი აქციის მერე, სანამ პოლიცია არ გამოიძახა, შიშისგან კანკალებდა აუდიტორიაში და ვერ გამოდიოდა იქიდან.
იგივეს ვპირდებით, თუ უნივერსიტეტში გააგრძელებს ლექციების ჩატარებას", - ამბობს ვახო რუხაია.
წყარო – ტვ პირველი
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები