ბათუმში გოლიათი ბიჭუნა დაიბადა
ბათუმში გოლიათი ბიჭუნა დაიბადა
ბათუმში, Bau International Hospital-ში გოლიათი ბიჭი, ნიკოლოზ კაკაბაძე დაიბადა.
ჰოსპიტალის ინფორმაციით, ის ქვეყანას საკეისრო კვეთის შედეგად მოევლინა, 5.900კგ - ს იწონის და 56 სმ-ია.
“ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალში დღეს გოლიათი ბიჭი-ნიკოლოზ კაკაბაძე დაიბადა. იგი საკეისრო კვეთის შედეგად 5.900კგ, 56სმ მოევლინა ქვეყანას.
ამჟამად ახალშობილიც და მისი დედიკოც თავს შესანიშნავად გრძნობენ.
კლინიკის სახელით, ნიკოლოზის მშობლებს ვულოცავთ შვილის დაბადებას, მშვიდობიან და სიყვარულით სავსე მომავალს ვუსურვებთ,“ - წერს ჰოსპიტალი.

FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები