"თავისი უყურადღებობის და დაუდევრობის გამო მთელი ჩემი ცხოვრება თავზე დამამხეს..." - რას წერს გარდაცვლილი გოგოს მეუღლე და რას ამბობენ ქუთაისის სამშობიაროში

16-11-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

28 წლის შო­რე­ნა ონი­ა­ნი, რო­მელ­საც რამ­დე­ნი­მე დღის წინ ქუ­თა­ი­სის მე­ო­რე სამ­შო­ბი­ა­რო­ში ნა­ად­რე­ვად ტყუ­პი შე­ე­ძი­ნა, გარ­და­იც­ვა­ლა.

ტრა­გი­კუ­ლი ამ­ბა­ვი Ambebi.ge-ს შო­რე­ნას ახ­ლო­ბელ­მაც და­უ­დას­ტუ­რა.

მშო­ბი­ა­რო­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში შო­რე­ნას მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და. თბი­ლის­ში გად­მოყ­ვა­ნის შემ­დეგ, ოჯახს ურ­ჩი­ეს, რომ სას­წრა­ფოდ თურ­ქეთ­ში გა­და­ეყ­ვა­ნათ. შო­რე­ნა ტრა­პი­ზო­ნის კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

AMBEBI.GE და­უ­კავ­შირ­და ქუ­თა­ი­სის მე­ო­რე სამ­შო­ბი­ა­როს, სა­დაც მოკ­ლე კო­მენ­ტა­რით შე­მო­ი­ფარ­გლ­ნენ. კლი­ნი­კის დი­რექ­ტორ­მა თქვა, რომ ფაქტს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო იკ­ვლევს.

"გო­გო­ნას მდგო­მა­რე­ო­ბა კლი­ნი­კა­ში დამ­ძიმ­და. აქ და­ე­წყო დენა, ყვე­ლა­ფერს იკ­ვლევს რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო და ამის მერე გა­ვი­გებთ, რა მოხ­და" - გვი­თხრა კლი­ნი­კის დი­რექ­ტორ­მა ირაკ­ლი მერ­კვი­ლა­ძემ.

გარ­დაც­ვლი­ლის მე­უღ­ლე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

"ჩვე­ნი ამ­ბა­ვი აქე­დან და­ი­წყო და ჩვენ ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რე­ბი ვი­ყა­ვით, ერ­თმა­ნე­თით ვტკბე­ბო­დით და გვი­ხა­რო­და ცხოვ­რე­ბა, ჩვე­ნი ტყუ­პე­ბის ამ­ბით ხომ ღრუბ­ლებ­ში დავფრი­ნავ­დით, ყო­ვე­ლი წინ წა­სუ­ლი დღე უფრო გვიტ­კბობ­და ამ სიყ­ვა­რულს რომ ჩვე­ნი პა­ტა­რე­ბი უნდა და­ბა­დე­ბუ­ლიყ­ვნენ, მაგ­რამ გა­მოჩ­ნდე­ბი­ან ხოლ­მე ბო­რო­ტი ზღაპ­რის დე­დაბ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ბედ­ნი­ე­რე­ბას ხელს უშ­ლი­ან და თა­ვი­სი უყუ­რა­დღე­ბო­ბის და და­უ­დევ­რო­ბის გამო მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბა თავ­ზე და­მამ­ხეს. სული მტკი­ვა. ეს ტკი­ვი­ლი უძ­ლი­ე­რე­სია და გული ვერ იტევს" - წერს გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას მე­უღ­ლე.

წყარო: ambebi.ge


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები