"აღმოჩნდა, რომ კარი ჩაკეტილია..." - სტუდენტების ნაწილის განცხადებით, თსუ-ს პირველი კორპუსის კარი სტუდენტებისთვის ჩაკეტილია

15-11-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

თსუ-ს სტუ­დენ­ტე­ბის ნა­წი­ლის გან­ცხა­დე­ბით, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი კორ­პუ­სის კარი სტუ­დენ­ტე­ბის­თვის ჩა­კე­ტი­ლია.

რო­გორც შეკ­რე­ბი­ლი სტუ­დენ­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, ისი­ნი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­ო­რი­ენ­ტა­ციო შეხ­ვედ­რას ატა­რებ­დნენ იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რო­გორ გა­მო­ე­ხა­ტათ ბა­თუ­მე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თვის სო­ლი­და­რო­ბა. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სკან­დი­რე­ბენ: “შე­უშ­ვით”.

"თსუ-ს სტუ­დენ­ტებს გვქონ­და სა­ო­რი­ენ­ტა­ციო შეხ­ვედ­რა იმის­თვის, რომ გაგ­ვერ­ჩია, რო­გორ გა­მოგ­ვე­ხა­ტა სო­ლი­და­რო­ბა ბა­თუ­მე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის მი­მართ. არა­ფერს არ ვა­პი­რებ­დით, უბ­რა­ლოდ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გვინ­დო­და შეს­ვლა, რომ სა­ერ­თო ფოტო გა­დაგ­ვე­ღო და რა­ღაც დაგ­ვე­წე­რა. არც გა­მაგ­რე­ბას და არც პი­კე­ტი­რე­ბას არ ვა­პი­რებ­დით და აღ­მოჩ­ნდა, რომ კარი ჩა­კე­ტი­ლია 10 სტუ­დენ­ტის­თვის, რო­მელ­საც დრო­შა უკე­თია და აქ­ცი­ი­დან მო­დი­ან. არც ლექ­ტო­რე­ბი არ შე­უშ­ვეს, რა­ტომ­ღაც აღ­მოჩ­ნდა, რომ ამ დროს უნი­ვერ­სი­ტე­ტი იკე­ტე­ბა.

ჯერ გვი­თხრეს, რომ რა­ღაც კლიპს იღე­ბენ და ვერ შეგ­ვიშ­ვე­ბენ, მერე გვი­თხრეს, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტი იკე­ტე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და თსუ-ის სტუ­დენ­ტმა, ანა­ნო სა­ნი­კი­ძემ.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თსუ-თან გა­მარ­თულ პრო­ტესტს შე­მო­უ­ერ­თდე­ბი­ან ჯგუფ “და­ი­ტო­ვეს” აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბიც.

უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეზო­ში მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები