“როცა აქ მოვედი, კედლის ძირებიღა იყო და 300-წლიანი სახლის აღდგენას შევუდექი“ - გაიცანით ალუდა ჯვარიძე: მეწარმე, რომელმაც ისტორია გააცოცხლა და წინაპრების ნასახლარზე ტურისტებს მასპინძლობს

15-11-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

ო­ბა­რე­თი ას­პინ­ძის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფე­ლია, რო­მე­ლიც ზღვის დო­ნი­დან 1440 მეტრზე მდე­ბა­რე­ობს. უძ­ვე­ლეს და ის­ტო­რი­ულ სო­ფელ­ში არა­ერ­თი ნა­სახ­ლა­რია, სა­დაც, ამ კუ­თხის მკვიდრს, ალუ­და ჯვა­რი­ძეს, წი­ნაპ­რე­ბის ნა­სახ­ლარ­ზე 300 წლის მეს­ხუ­რი ოდის აღ­დგე­ნის იდეა გა­უჩ­ნდა. ჩა­ნა­ფიქ­რი სის­რუ­ლე­ში მალე მო­იყ­ვა­ნა და იქა­უ­რო­ბას ახა­ლი სი­ცო­ცხლე შეს­ძი­ნა...


სა­ნამ ალუ­და ჯვა­რი­ძის ამ­ბავს მო­გიყ­ვე­ბო­დეთ, გე­ტყვით, რომ ჭო­ბა­რე­თი სამ­ხრეთ სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი სო­ფე­ლია.



ამა­ზე ის აღ­მო­ჩე­ნაც მე­ტყვე­ლებს, რო­მელ­საც სა­ფუძ­ვე­ლი 2009 წელს და­ე­დო, რო­დე­საც იქ გაზ­სა­დე­ნის გაყ­ვა­ნი­სას, ადრე ბრინ­ჯა­ოს ხა­ნის ნა­სახ­ლა­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი და სა­მე­ურ­ნეო სა­თავ­სო­ე­ბით აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ის სა­ვა­რა­უ­დოდ, ძვე­ლი წელ­თაღ­რი­ცხვის 3500-3000 წლე­ბით თა­რიღ­დე­ბა. აღ­მო­ჩე­ნილ იქნა ასე­ვე ქვის სა­ბეჭ­და­ვი, რო­მე­ლიც მე­სო­პო­ტა­მი­ი­დან, ქა­ლაქ ურუ­ქი­დან უნდა იყოს შე­მო­ტა­ნი­ლი... 2012 წლი­დან ძეგლ­ზე მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის და ავ­სტრა­ლი­ის მელ­ბურ­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის არ­ქე­ო­ლო­გი­ურ­მა ექ­სპე­დი­ცი­ამ...




ჭო­ბა­რე­თი სა­კუ­თარ წარ­სულ­ზე კი­დევ ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ას ინა­ხავს, რაც იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ ცი­ვი­ლი­ზა­ცია იქ ჯერ კი­დევ ას­წლე­უ­ლე­ბის წინ არ­სე­ბობ­და.


ალუ­და ჯვა­რი­ძე:



- ამ სოფ­ლის მკვიდ­რი ვარ, აქ არის ჩემი წი­ნაპ­რე­ბის საფ­ლა­ვე­ბი... დღეს ჭო­ბა­რეთ­ში 200 ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს და სულ კი 50 ოჯა­ხი იქ­ნე­ბა, მათ­გან ნა­ხე­ვარ­ზე მეტი მო­ხუ­ცია. და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე სახ­ლში, სა­დაც ჩემი წი­ნაპ­რე­ბი ცხოვ­რობ­დნენ. როცა წა­მო­ვი­ზარ­დე, სა­ცხოვ­რებ­ლად ახალ­ცი­ხე­ში გა­და­ვე­დი. იმ პე­რი­ოდ­ში აქ ჭერი ჩა­მო­ინ­გრა და სახ­ლის მხო­ლოდ კედ­ლე­ბი­ღა იყო დარ­ჩე­ნი­ლი...


გვყავ­და პა­პის და, კარ­გი ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც იმის გამო არ გა­ა­თხო­ვეს, რომ პა­პა­ჩე­მის შვი­ლე­ბის­თვის მო­ევ­ლო (პა­პას ბევ­რი შვი­ლი ჰყავ­და). შვი­ლიშ­ვი­ლე­ბიც მისი გაზ­რდი­ლე­ბი ვართ.


ის ქალ­ბა­ტო­ნი ბუ­ხარ­თან დაჯ­დე­ბო­და და ძველ ამ­ბებს გვიყ­ვე­ბო­და - მოგ­ვი­თხრობ­და გა­ჭირ­ვე­ბის პე­რი­ოდ­ში თუ რო­გორ ცხოვ­რობ­დნენ, თავი რო­გორ გაჰ­ქონ­დათ. ბევ­რი რამ ჰქონ­და გა­მოვ­ლი­ლი, მათ შო­რის, მეს­ხეთ­ში მუს­ლი­მე­ბის ყოფ­ნა, ომი... რო­დე­საც გარ­და­იც­ვა­ლა, სოფ­ლი­დან სა­ცხოვ­რებ­ლად ახალ­ცი­ხე­ში გა­და­ვე­დი. მის­მა სა­უბ­რებ­მა, მო­ნა­თხრო­ბებ­მა ჩემ­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი კვა­ლი და­ტო­ვა, ყვე­ლა­ფე­რი გო­ნე­ბა­ში მყა­რად აღ­მე­ბეჭ­და... ჰოდა, ხში­რად წარ­მო­ვიდ­გენ­დი ხოლ­მე ჩვენს კარ­მი­და­მოს ისე­თად, რო­გორც მის მო­ნა­ყოლ­ში იყო... სა­ბო­ლო­ოდ კი ისე­თი სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნდა, ჩვე­ნი მა­მა­პა­პე­უ­ლი ად­გი­ლი ისე­ვე აღ­მედ­გი­ნა.


როცა აქ მო­ვე­დი, კედ­ლის ძი­რე­ბი­ღა იყო და 300-წლი­ა­ნი სახ­ლის აღ­დგე­ნას იმ მო­ნა­თხრო­ბის მი­ხედ­ვით შე­ვუ­დე­ქი.






- პირ­ვე­ლად რა გა­ა­კე­თეთ?


- ბუ­ხა­რი... რად­გა­ნაც ის ქალ­ბა­ტო­ნი სწო­რედ ბუ­ხარ­თან ჯდე­ბო­და და ამ­ბებს იქ მიყ­ვე­ბო­და. თუ შინ მის­ვლას ვაგ­ვი­ა­ნებ­დი, ნა­ცარ­ში ჩემ­თვის გან­კუთ­ვნილ საჭ­მელს ჩა­დებ­და, რომ არ გა­ცი­ე­ბუ­ლი­ყო. ამი­ტო­მაც პირ­ვე­ლად სწო­რედ იმ ბუხ­რის ოთა­ხით და­ვი­წყე. გარ­შე­მო იყო ტე­რა­სე­ბი, ვე­ნა­ხე­ბი, სა­ქონ­ლის სად­გო­მი... მერე ყვე­ლა­ფერს მივ­ყე­ვი და სა­მუ­შა­ო­ე­ბი მალე და­ვას­რუ­ლე.




- ოდა რა ნა­წი­ლე­ბის­გან შედ­გე­ბა?


- რო­გო­რიც იყო ერ­თნა­ვი­ა­ნი ტე­რა­სუ­ლი ნა­მო­სახ­ლა­რი ასე­თი­ვე გა­მო­ვი­და (ნავი რომ პირ­ქვე და­ამ­ხო, ასე­თი ჭე­რე­ბია ტე­რა­სუ­ლი ნა­მო­სახ­ლა­რე­ბი). რო­დე­საც მიწა ამოვ­თხა­რეთ და მას ვზი­დავ­დით, იმ პე­რი­ოდ­ში ქვე­მოთ სხვა ოდე­ბიც გა­მოჩ­ნდა. ამი­ტომ, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მის აღ­დგე­ნა­საც ვა­პი­რებ. გა­მოჩ­ნდა ასე­ვე ფურ­ნე­ე­ბი, პუ­რის სა­ცხო­ბე­ბი (დიდი შე­ნო­ბაა, სა­დაც 2 პუ­რის სა­ცხო­ბია).

იმ ადა­მი­ა­ნის მო­ნა­ყო­ლი­დან ვიცი, როცა მტე­რი სო­ფელს თავს ეს­ხმო­და, მო­სახ­ლე­ო­ბა იქი­დან გარ­ბო­და. მტრე­ბი ყვე­ლა­ფერს ანად­გუ­რებ­დნენ, მათ შო­რის, ფურ­ნე­ებს, ქვევ­რებს ბილ­წავ­დნენ. წლე­ბის მერე, როცა ხალ­ხი სო­ფელს უბ­რუნ­დე­ბო­და, ძველ ფურ­ნე­ებს აღარ იყე­ნებ­და, რად­გან იქ ათა­სი სი­სა­ძაგ­ლე იყო ჩა­დე­ნი­ლი. ამი­ტომ კე­დელს ამო­ქო­ლავ­დნენ და გვერ­დით ახალ ფურ­ნეს უშე­ნებ­დნენ. ჩემს სახ­ლთან ახ­ლოს, სა­მე­ზობ­ლო­შიც ნა­სახ­ლა­რე­ბია, ერ­თგან 7 ფურ­ნეა აღ­მო­ჩე­ნი­ლი. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ მტე­რი 7-ჯერ მო­სუ­ლა და წა­სუ­ლა...

- ყვე­ლა ნივ­თი, ძვე­ლი ექ­სპო­ნა­ტი, რაც ოდა­ში გაქვთ, თქვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი­საა?

- ზოგი ჩე­მია, ზოგი - შე­ვი­ძი­ნე, ან თა­ნა­სოფ­ლე­ლებ­მა მა­ჩუ­ქეს. სულ ტრა­დი­ცი­უ­ლი ნივ­თე­ბია, ხა­ლი­ჩე­ბი ნა­ტუ­რა­ლუ­რი ბეწ­ვი­თაა დამ­ზა­დე­ბუ­ლი და ბუ­ნებ­რი­ვი სა­ღე­ბა­ვე­ბით შე­ღე­ბი­ლი... ჩვე­ნი მეს­ხუ­რი ოდა ისეა მო­წყო­ბი­ლი, რო­გორც ძვე­ლად იყო და მეც ჭო­ბა­რეთ­ში ასე დავ­სახ­ლდი. ვი­ღებთ სტუმ­რებს, ვა­გე­მოვ­ნე­ბი­ნებთ მეს­ხურ ტრა­დი­ცი­ულ კერ­ძებს, რი­თაც ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი იკ­ვე­ბე­ბოდ­ნენ, ვუყ­ვე­ბით ჩვე­ნი კუ­თხი­სა და სოფ­ლის ის­ტო­რი­ას.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პრო­დუქ­ტებს არ ვყი­დუ­ლობთ, ყვე­ლა­ფე­რი თვი­თონ მოგ­ვყავს. წი­თე­ლი დო­ლის პურს ვა­ცხობთ და ხორ­ბა­ლი ჩვე­ნია. გვაქვს ტე­ნი­ლი ყვე­ლი, რო­მელ­საც ჩვე­ნი სა­ქონ­ლის რძის­გან ვამ­ზა­დებთ. აპოხ­ტის ხინ­კა­ლი იქ­ნე­ბა, თუ ყვე­ლის ხინ­კა­ლი - ამ ყვე­ლაფ­რის­თვის სა­ჭი­რო პრო­დუქ­ტი ასე­ვე ჩვე­ნია. ასე­ვე ყვე­ლა­ნა­ი­რი ბოსტნე­უ­ლი, გვაქვს ჩვე­ნი თაფ­ლი...

- ე.ი. სა­ო­ჯა­ხო მე­ურ­ნე­ო­ბა­საც უძღვე­ბით.

- რა თქმა უნდა. სა­დღაც 3 ჰექ­ტარ­ზე წი­თე­ლი დო­ლის ხორ­ბალს ვთე­სავთ, აქ მოყ­ვა­ნი­ლი ხორ­ბა­ლი მთე­ლი წელი ყვე­ლაფ­რის­თვის გვყოფ­ნის. მეს­ხუ­რი ქვის ფურ­ნე­ში ტრა­დი­ცი­უ­ლი პური ცხვე­ბა, თან ჩვენ­თან მო­სულ ადა­მი­ა­ნებს ამის მას­ტერკლასს ვუ­ტა­რებთ. ჯერ შოთი პური, ანუ თი­თი­ა­ნი ცხვე­ბა, შემ­დეგ - მეს­ხუ­რი ხა­ჭა­პუ­რი და ასე­ვე ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლი ქადა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა 20 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ი­ნა­ხო. ცხვე­ბა ასე­ვე სო­მე­ნი პუ­რიც, მის გა­მო­ცხო­ბას მთე­ლი ღამე სჭირ­დე­ბა. დიდი პუ­რე­ბია, რო­მე­ლიც თავს ერთი თვე ინა­ხავს. ესეც ჩვენ­მა წი­ნაპ­რებ­მა მო­ი­გო­ნეს. როცა მტრის შე­მო­სე­ვა იყო და სოფ­ლი­დან გაქ­ცე­ვა უწევ­დათ, ისეთ პური ჰქონ­დათ, რომ დიდ­ხანს გა­ეძ­ლო.

40 სუ­ლამ­დე სა­ქო­ნე­ლი მყავს. ჩვენც ვუვ­ლით და ოჯა­ხე­ბიც გვეხ­მა­რე­ბი­ან. მუდ­მი­ვად 5 ადა­მი­ა­ნია და­საქ­მე­ბუ­ლი, ხან­და­ხან როცა ტუ­რის­ტე­ბის დიდი ჯგუ­ფე­ბი მოგ­ვდის, 10-15 ადა­მი­ანს ვიხ­მართ.

- ღვი­ნო­საც აყე­ნებთ?

- აქ არის მეს­ხუ­რი ვაზი. 1500 ძი­რამ­დე მეც დავრგე. რაც მაქვს, იმა­საც ვწუ­რავ და ყუ­რძენს გარ­შე­მო სოფ­ლებ­შიც ვყი­დუ­ლობ. მა­რა­ნი მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცეს­შია... ჩვენ­თან ქვევ­რე­ბი ყო­ველ­თვის მი­წა­ში იყო, ცივი ად­გი­ლია, თუ ქვევ­რი მი­წის ქვეშ არ იქნა, ღვი­ნოს ვერ და­ა­ყე­ნებ. აქ ყინ­ვა მალე იწყე­ბა, ყუ­რძე­ნი გვი­ან, ოქ­ტომ­ბერ­ში მო­დის, ახლა იკ­რი­ფე­ბა, რა­საც ყინ­ვა მალე მოჰ­ყვე­ბა. ამი­ტომ მის და­სა­დუ­ღებ­ლად შე­სა­ბა­მი­სი პი­რო­ბე­ბია სა­ჭი­რო.

ჩავ­ყა­რე ახლი ნერ­გე­ბი - ხიხ­ვი, ხა­რის­თვა­ლა, ჩი­ტის­კვერ­ცხა, შავი ას­პინ­ძუ­რა, თა­მა­რის ვაზი. ნერ­გე­ბის გა­მოყ­ვა­ნა­ში ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი დაგ­ვეხ­მარ­ნენ. საგ­რან­ტო პრო­ექ­ტით ყვე­ლის ქარ­ხა­ნა­ზე ვი­სარ­გებ­ლეთ, 28.000 ლარი მოგ­ვცეს, რომ წარ­მო­ე­ბა აღგ­ვე­ჭურ­ვა.

- ე.ი. გეგ­მა­ში გაქვთ ახლა მეს­ხუ­რი უბ­ნის გა­შე­ნე­ბა...

- კი, აქ მინ­და, პა­ტა­რა მეს­ხუ­რი უბა­ნი შევ­ქმნა. 70 წლის წინ გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტოც მაქვს და მას უნდა და­ვეყ­რდნო... აქვე, გვერ­დით არის 5 სახ­ლი, რო­მე­ლიც სხვი­სია, ოღონდ, ჩვე­ნი გვა­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან. ახლა მო­ლა­პა­რა­კე­ბა მი­დის, რომ მათ ჩემს სხვა მი­წა­ში გა­ვუც­ვა­ლო.

ვფიქ­რობ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი, რაც გა­ვა­კე­თე და რა­საც მო­მა­ვალ­ში ვგეგ­მავ, ის საქ­მეა, რა­საც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვე­ძებ­დი... აქამ­დე რა ბიზ­ნე­სი არ წა­მო­ვი­წყე, კი გა­მომ­დი­ო­და, წარ­მა­ტე­ბაც მქონ­და, მაგ­რამ ვერ­სად გული ისე ვე­რა­ფერს და­ვუ­დე, რო­გორც აქ. ჭო­ბა­რე­თი­დან წა­მოს­ვლა არ მინ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მი­ვარ­დნი­ლი სო­ფე­ლია და ახალ­გაზ­რდო­ბაც არ არის, მი­ვარ­დნი­ლი სო­ფე­ლია, აქ მხო­ლოდ საქ­მის კე­თე­ბის დიდი სურ­ვი­ლი მიჩ­ნდე­ბა. სხვებ­საც გა­უჩ­ნდათ აქ დაბ­რუ­ნე­ბის სურ­ვი­ლი. სო­ფელ­ში სხვე­ბიც დაბ­რუნ­დნენ და ამუ­შავ­დნენ - სას­ტუმ­რო­ე­ბის გა­შე­ნე­ბა და­ი­წყეს.

თვე­ში სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან, და­ახ­ლო­ე­ბით, 400 კაცი შე­იძ­ლე­ბა, გვეს­ტუმ­როს. მათ შო­რის არი­ან ბლო­გე­რე­ბი, ელ­ჩე­ბიც...

ვფიქ­რობ, რომ ეს ყვე­ლა­ზე მად­ლი­ა­ნი საქ­მეა და ქვეყ­ნის გა­დარ­ჩე­ნის­თვი­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა თა­ვის მა­მა­პა­პე­ულ კე­რას ხელი მო­კი­დონ და მო­უ­ა­რონ. ისეთ­ნა­ი­რად მოხ­და, არა­ნა­ი­რი ხე­ლო­ბა არ ვი­ცო­დი, თან ისე­თი ად­გი­ლია, ტრაქ­ტორ­საც ვერ მო­იყ­ვან, სულ ხე­ლით ვა­კე­თეთ ყვე­ლა­ფე­რი.

მოკ­ლედ, შე­დე­გით თვი­თო­ნაც გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი დავ­რჩი, ღმერ­თის დახ­მა­რე­ბით, ჩა­ნა­ფიქ­რი რომ გა­მო­მი­ვი­და. შე­იძ­ლე­ბა ეს საქ­მე ბევ­რს ეძ­ნე­ლე­ბა, მაგ­რამ თუკი და­ი­წყებს, დარ­წმუნ­დე­ბა, რომ სახ­ლი ისე გა­შენ­დე­ბა, გარ­შე­მო ყვე­ლა­ფე­რი ისე აღ­დგე­ბა და ფეხ­ზე დად­გე­ბა, თვი­თო­ნაც გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი დარ­ჩე­ბა.



FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები