ვისი ხელფასი გაიზრდება 2025 წლიდან - რა წერია სახელმწიფო ბიუჯეტის რედაქტირებად ვარიანტში?

14-11-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

პო­ლი­ცი­ე­ლებს და ჯა­რის­კა­ცებს ხელ­ფა­სი 3 წე­ლი­წად­ში 45%-ით, ხოლო სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის - 30%-ით გა­ი­ზარ­და. ამის შე­სა­ხებ 2025 წლის სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის რე­დაქ­ტი­რე­ბად ვა­რი­ან­ტშია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

"ჯა­რის­კა­ცე­ბი­სა და პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ხელ­ფა­სე­ბის ზრდა ბოლო 3 წლი­ან პე­რი­ოდ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და 45%-ით. გარ­და ჯა­რის­კა­ცე­ბი­სა და პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი­სა, 2021 წელს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მთლი­ა­ნად სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბულ­თათ­ვის და­ი­წყო ხელ­ფა­სე­ბის მო­წეს­რი­გე­ბა. ბოლო 3 წლი­ან პე­რი­ოდ­ში სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბულ­თა ხელ­ფა­სი 30%-ზე მე­ტით გა­ი­ზარ­და.

გა­ნათ­ლე­ბის და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით (სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის ჩათ­ვლით) და­ფი­ნან­სე­ბა გაზ­რდი­ლია 1 მი­ლი­არდ 400 მი­ლი­ონ ლარ­ზე მე­ტით (ჯა­მუ­რად გაზ­რდი­ლი ბი­უ­ჯე­ტის 20%) და 2024 წელს ამ სფე­როს და­ფი­ნან­სე­ბა 3 მი­ლი­არდ 300 მი­ლი­ონ ლარს გა­და­ა­ჭარ­ბებს (ზრდა 65%-ზე მე­ტით).


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები