რა გემუქრებათ უბილეთო მგზავრობის გამო დაწერილი ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში და როდის ხდება საბანკო ანგარიშების დაბლოკვა?

14-11-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

თბილისში, მუნიციპალურ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯარიმა 20 ლარს შეადგენს, რომელიც მგზავრმა 30 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს. აღნიშნულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმის თანხას დაემატება საურავი 40 ლარის ოდენობით.

ხოლო ამის შემდეგაც თუ კვლავ არ გადაიხდით ჯარიმას, თქვენი მონაცემები აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადაიგზავნება და არსებული საბანკო ანგარიშები დაგებლოკებათ.

თქვენი ანგარიშებით სარგებლობას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებთ, რაც 80 ლარს გადაიხდით. ანგარიშებზე წვდომა თანხის გადახდიდან იმავე ან მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე აღგიდგებათ. როგორც აღსრულების ეროვნულ ბიუროში გვითხრეს, ჯარიმის გადასახდელად კონკრეტული კოდი გჭირდებათ, რაც ან ადგილზე უნდა მიხვიდეთ და მიიღოთ ან ცხელ ხაზზე დარეკოთ და ოპერატორს გაგზავნა სთხოვოთ.

ასევე, დავინტერესდით, თუ მგზავრს ანგარიშები არ აქვს, რა შეიძლება ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში დაუყადაღდეს. როგორც აღსრულების ეროვნულ ბიუროში გვითხრეს, მგზავრი მოვალეთა რეესტრში ჩაირიცხება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მის სახელზე რაიმე ქონებაა, გასხვისება აეკრძალება. ასევე, თუ სქულქარდი მშობლის ანგარიშზეა მიბმული, მისი ანგარიში დაყადაღდება.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები