თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ნაპოვნია 2 სტუდენტის ცხედარი – ვრცელდება ახალი დეტალები
თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ ნაქირავებ ბინაში, 2 სტუდენტის ცხედარი იპოვეს. ფაქტს შსს სამინისტროში ადასტურებენ.
როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები ჰყვებიან, ახალგაზრდებს მოაკითხეს და რადგან კარი არავინ გააღო პოლიცია გამოიძახეს.
გარდაცვლილები არიან 23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგო. ისინი ექსპერტიზის ბიუროში უკვე გადაასვენეს.
რა გახდა მათი გარდაცვალების მიზეზი, ეს ჯერჯერობით უცნობია.
გამოძიება სისხლის სამართლის 115-მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები