რატომ ჩნდება პოდაგრა? - ახალმა კვლევამ გასაოცარ მიზეზებს მიაკვლია: “ეს ის არ არის, რაც აქამდე გვეგონა“

10-11-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

ხში­რად მი­იჩ­ნე­ვენ, რომ პო­დაგ­რა ჭარ­ბი სასმლის ან არა­ჯან­სა­ღი კვე­ბის მი­ღე­ბის შე­დე­გად ჩნდე­ბა. თუმ­ცა, ახალ­მა კვლე­ვებ­მა მი­ზე­ზე­ბი შე­ის­წავ­ლა და აღ­მოჩ­ნდა, რომ გე­ნე­ტი­კურ ფაქ­ტორ­თან ერ­თად, ძა­ლი­ან დიდ როლს ართრი­ტის გან­ვი­თა­რე­ბა თა­მა­შობს.

მეც­ნი­ერ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯგუფ­მა შე­ის­წავ­ლა 2,6 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნის­გან შეგ­რო­ვე­ბუ­ლი გე­ნე­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი. ამ რი­ცხვში შე­დი­ო­და 120 295 ადა­მი­ა­ნი, რომ­ლებ­საც პო­დაგ­რა აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ. პო­დაგ­რით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გე­ნე­ტი­კუ­რი კო­დე­ბის შე­და­რე­ბის შე­დე­გად, ჯგუფ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა 377 სპე­ცი­ფი­კუ­რი დნმ-ის რე­გი­ო­ნი, რომ­ლე­ბიც შე­საძ­ლოა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყოს ამ და­ა­ვა­დე­ბას­თან.

“ეს ის არ არის, რაც აქამ­დე გვე­გო­ნა... პო­დაგ­რა არის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, რო­მელ­საც აქვს გე­ნე­ტი­კუ­რი სა­ფუძ­ვე­ლი და არ არის ინ­დი­ვი­დის ბრა­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, მი­თია, რომ მისი გაქ­რო­ბა დი­ე­ტით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ეპი­დე­მი­ო­ლოგ­მა ახა­ლი ზე­ლან­დი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან, ტონი მე­რი­მან­მა.

მეც­ნი­ე­რე­ბი თვლი­ან, რომ პო­დაგ­რის სამ­კურ­ნა­ლოდ, აქამ­დე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი (არა­ქი­რურ­გი­უ­ლი) მე­თო­დე­ბი, შე­საძ­ლოა სუ­ლაც არ იყოს ეფექ­ტუ­რი. ისი­ნი იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ კვლე­ვის შე­დე­გად შეძ­ლე­ბენ ეფექ­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დის შე­მუ­შა­ვე­ბას. კვლე­ვა Nature Genetics-ში გა­მოქ­ვეყ­ნდა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები