"მე და ჩემი ცოლი ბევრჯერ ავირიეთ, ახლა საბოლოოდ... რაც შეეხება შვილებს...", - ლევან ყოჩიაშვილი
ლევან ყოჩიაშვილი ამბები.ჯისთან: მედიის ასეთი გაოცება გამიკვირდა, რადგან ძველი ამბავია. ხომ ნახეთ, ფოტოებიც, ძველია და ადრინდელი. წელიწადზე მეტია, რაც ოჯახიდან წამოსული ვარ. ბევრჯერ ავირიეთ, მაგრამ ახლა საბოლოოდ.
მთელმა ქვეყანამ იცის ეს, დედოფლისწყაროში მარტო 36.000 კაცი ცხოვრობს. ერთმანეთს მშვიდობიანად დავცილდით. მერე ხალხი რაღაცებს წერდა, ყველა კომენტარი არ წამიკითხავს... იქვე იმავე პრომოში ვამბობ, "არ მჯეროდა, მსახიობები რომ ამბობდნენ, რასაც ვთამაშობთ, ის გვემართება, მეგონა, იპრანჭებოდნენ"... ოღონდ, ამას ვამბობ ძველ ამბავზე, დაახლოებით 7 წლის წინანდელზე, მაგრამ ანონსი ანონსია...
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები