"ოცნებამ" წინასაარჩევნო პერიოდში ათობით მუსიკოსი და მომღერალი დაიქირავა - ვის რამდენი გადაუხადა?
„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო პერიოდში კონცერტების გასამართად ასობით ათასი ლარი დახარჯა, რისთვისაც არაერთი ცნობილი მუსიკოსი და ტელეწამყვანი დაიქირავა.
როგორც ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პარტიის ფინანსურ ანგარიშშია აღნიშნული, 8 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრამდე პერიოდში, საკონცერტო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის დაქირავებული ჰყავდათ ისეთი ცნობილი სახეები, როგორიცაა სალომე ბაკურაძე, სოფიკო ხალვაში, ეკა კვალიაშვილი, სოფო ბედია, რომან რცხილაძე და სხვები.
ყველაზე დიდი თანხა პარტიამ მუსიკოს გიორგი ოთინაშვილს და იუმორისტ ჯიმო აბესაძეს გადაუხადა - 12 150 ლარი და 10 204 ლარი.
რაც შეეხება სხვებს, მაგალითად, სალომე ბაკურაძეს 5102 ლარი გადაუხადა, სოფიკო ხალვაშს - 2551, სოფო ბედიას - 5739 ლარი, ჯემალ სეფიაშვილს - 1250, გიორგი გაბუნიას - 8928 ლარი, ნიკოლოზ გოგვაძეს - 9566 ლარი, პაატა გულიაშვილს - 5739, სალომე გოგიაშვილს - 1913, მანანა თოდაძეს - 3750, მარიამ ებრალიძეს - 4464, ცირა კობიაშვილს - 3826, ნანიკო ხაზარაძეს - 2552, ნიკოლოზ არაბიძეს - 5625 ლარი, რომან რცხილაძეს - 3125, ეკა კვალიაშვილს - 637 და სხვა.