„ორივე ხანდაზმული მამაკაცი ფანჯრიდან სამშვიდობოს გამოიყვანა...“ - რა ინფორმაცია ვრცელდება სასწრაფოს მძღოლზე, რომელმაც ორი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა

08-11-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

ერთ-ერთ ფეისბუკ გვერდზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სასწრაფოს მძღოლმა, ვალერი ძებისოვმა ხანდაზმულ ადამიანები გადაარჩინა და ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოიყვანა.

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, იგი სპეცეკიპირების გარეშე არ შეუშინდა ხანძარს, მოხუცები კი კლინიკაში გადაიყვანეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„ერთ-რთ რაიონში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა.

გამოძახების ადგილას მისულ ახალგორის სასწრაფო დახმარების პირველ ბრიგადას ორსართულიანი შენობის მეორე სართული ცეცხლის ალში გახვეული დახვდა.

მცხოვრებთა უმრავლესობა უსაფრთხო ადგილას იყო გამოყვანილი. შენობის შიგნით დაკვამლიანება იმდენად დიდი იყო, რომ შენობის პირველ სართულზე შესვლა სპეცეკიპირების გარეშე შეუძლებელი ჩანდა. სამაშველო პროცესში სასწრაფო დახმარების მძღოლიც აქტიურად იყო ჩართული.

როგორც ექიმი მზია გიგაური იხსენებს, ცეცხლმოკიდებული მეორე სართულის ფანჯრიდან ორი ხანდაზმული მამაკაცი შველას ითხოვდა. ბრიგადის მძღოლი ვალერი ძებისოვი მეორე სართულამდე იქვე მდგომი რკინის კონსტრუქციით მაღლა ავიდა და ფანჯრიდან ცეცხლის ალში გახვეულ შენობაში შევიდა, ორივე ხანდაზმული მამაკაცი ფანჯრიდან სამშვიდობოს გამოიყვანა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ ორივე პაციენტის კლინიკაში ჰოსპიტალიზაცია მოხდა და ამ ეტაპზე მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ.

ვალერი ძებისოვი ხუთი წელია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო დახმარების ბრიგადის მძღოლია, მის მიერ ჩადენილ საქციელს, გმირობად არ თვლის და ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში ყოველთვის იბრძოლებს სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად“,- წერს გვერდი შენი სიცოცხლის გადასარჩენად.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები