არის თუ არა მზის სისტემაში კიდევ ერთი პლანეტა? - ასტრონომები აცხადებენ, რომ მის აღმოჩენასთან ახლოს არიან

06-11-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

მზის სის­ტე­მა­ში ადრე ცხრა პლა­ნე­ტა იყო. ას­ტრო­ნო­მი მაიკ ბრა­უ­ნი, ასე­ვე ცნო­ბი­ლი რო­გორც “ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც პლუ­ტო­ნი მოკ­ლა“, აცხა­დებს, რომ მას შემ­დეგ, რაც მის­მა ცნო­ბილ­მა აღ­მო­ჩე­ნამ სის­ტე­მა­ში არ­სე­ბუ­ლი პლა­ნე­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შეც­ვა­ლა, ბავ­შვე­ბის­გან სი­ძულ­ვი­ლით სავ­სე წე­რი­ლებს და უცენ­ზუ­რო ზა­რებს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იღებ­და.

2005 წელს, პლა­ნე­ტა­რუ­ლი ას­ტრო­ნო­მი­ის პრო­ფე­სორ­მა ბრა­უნ­მა, ყი­ნუ­ლო­ვა­ნი ობი­ექ­ტე­ბის უზარ­მა­ზარ რგოლ­ში ნეპ­ტუ­ნის ორ­ბი­ტის მიღ­მა, “ერი­სი კო­ი­პე­რის სარ­ტყელ­ში“ (მე­ცხრე პლა­ნე­ტის ყო­ფი­ლი სა­მე­ზობ­ლო) კი­დევ ერთი პა­ტა­რა სამ­ყა­რო აღ­მო­ა­ჩი­ნა.

ას­ტრო­ნო­მებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ “ერი­სი კო­ი­პე­რის სარ­ტყე­ლი“, რო­მე­ლიც შექ­მნი­ლია მზის სის­ტე­მის ნარ­ჩე­ნე­ბის­გან, არის მზი­დან 50-ჯერ უფრო შორს, ვიდ­რე დე­და­მი­წა. პლუ­ტო­ნი კი, რო­მე­ლიც ახლა კლა­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია რო­გორც ჯუჯა პლა­ნე­ტა, არ დო­მი­ნი­რებს სა­კუ­თარ ორ­ბი­ტა­ზე და ამი­ტო­მაც, სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი კავ­ში­რის თა­ნახ­მად, მას არ შე­უძ­ლია ისე­თი­ვე პო­ზი­ცია ჰქონ­დეს, რო­გორც და­ნარ­ჩენ რვა პლა­ნე­ტას.

მაგ­რამ ახლა, ას­ტრო­ნო­მე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ "კო­ი­პე­რის სარ­ტყელს შე­უძ­ლია კი­დევ ერთი პლა­ნე­ტა და­უბ­რუ­ნოს სის­ტე­მას.

რო­გორ აიხ­სნე­ბა თე­ო­რია?

იმის გამო, რომ “კო­ი­პე­რის სარ­ტყელ­ში“ არ­სე­ბუ­ლი ობი­ექ­ტე­ბი მზის­გან ძა­ლი­ან შორს არი­ან, მათი და­ნახ­ვა ძნე­ლია. ათ წელ­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, ას­ტრო­ნო­მე­ბი ამ არე­ალს ფა­რუ­ლი პლა­ნე­ტის მო­სა­ძებ­ნად აკ­ვირ­დე­ბი­ან. თუმ­ცა, ახ­ლომ­დე­ბა­რე ობი­ექ­ტე­ბის ქცე­ვის შეს­წავ­ლის შე­დე­გად უკვე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რომ ფა­რუ­ლი პლა­ნე­ტა არ­სე­ბობს და მას ხში­რად პლა­ნე­ტა X-ს ან მე­ცხრე პლა­ნე­ტა ეწო­დე­ბა.

“თუ სხვა პლა­ნე­ტას ვი­პო­ვით, ეს მარ­თლაც დიდი საქ­მეა. აღ­მო­ჩე­ნას შე­უძ­ლია მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლოს ჩვე­ნი გა­გე­ბა მზის სის­ტე­მი­სა და სხვა პლა­ნე­ტა­რუ­ლი სის­ტე­მე­ბის შე­სა­ხებ. არ­სე­ბობს უდი­დე­სი პო­ტენ­ცი­ა­ლი, რომ სამ­ყა­როს შე­სა­ხებ უზარ­მა­ზა­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვი­ღოთ", - გა­ნა­ცხა­და იე­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ას­ტრო­ნო­მი­ის ასის­ტენ­ტმა პრო­ფე­სორ­მა მა­ლე­ნა რა­ის­მა.

თუმ­ცა, უდი­დეს აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას თან ახ­ლავს გარ­კვე­უ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბაც - ზო­გი­ერ­თი მკვლე­ვარს ეს ვერ­სია სარ­წმუ­ნოდ არ მი­აჩ­ნი­ათ.

სი­მარ­თლე ძა­ლი­ან მალე იქ­ნე­ბა ცნო­ბი­ლი - 2025 წლის ბო­ლოს ას­ტრო­ნო­მე­ბი ელი­ან ახა­ლი ტე­ლეს­კო­პის გა­მოშ­ვე­ბას, რო­მელ­საც აქამ­დე შე­უც­ნო­ბე­ლი დე­ტა­ლე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა შე­ეძ­ლე­ბა.

მეც­ნი­ე­რებ­მა პლა­ნე­ტის ძი­ე­ბა სულ ახ­ლა­ხან და­ი­წყეს, მაგ­რამ მისი არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ მსჯე­ლო­ბა 175 წელ­ზე მეტი ხა­ნია მიმ­დი­ნა­რე­ობს.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები