კვანძოვანი ჩიყვი — რა უნდა იცოდეთ ფარისებრი ჯირკვლის ამ დაავადებაზე?

05-11-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვა­ლი ადა­მი­ა­ნის ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ორ­გა­ნოა. ის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია სხე­ულ­ში მიმ­დი­ნა­რე მრა­ვა­ლი პრო­ცე­სის რე­გუ­ლი­რე­ბა­ზე, მათ შო­რის, საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი, გულ-სის­ხლძარ­ღვთა, ნერ­ვუ­ლი და რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი სის­ტე­მე­ბის გა­მარ­თუ­ლად ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­ზე.

კვან­ძო­ვა­ნი ჩიყ­ვი ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის ერთ-ერთი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი დარ­ღვე­ვაა. ამ პა­თო­ლო­გი­ა­ზე მე­ტის გა­სა­გე­ბად თო­დუ­ას კლი­ნი­კის დიღ­მის ფი­ლი­ა­ლის ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი ნაია ლა­ტა­რია სა­უბ­რობს. .

რა არის კვან­ძო­ვა­ნი ჩიყ­ვი და რით გან­სხვავ­დე­ბა ის სხვა სა­ხის ჩიყ­ვის­გან?

კვან­ძო­ვა­ნი ჩიყ­ვი არის მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­დე­საც ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის სტრუქ­ტუ­რა­ში გვხვდე­ბა კვან­ძო­ვა­ნი წარ­მო­ნაქ­მნი ან წარ­მო­ნაქ­მნე­ბი. კვან­ძის რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით, არ­სე­ბობს ერ­თკვან­ძი­ა­ნი ან მრა­ვალკ­ვან­ძი­ა­ნი ჩიყ­ვი. თუ ორ­გა­ნო უბ­რა­ლოდ გა­დი­დე­ბუ­ლია და არ აღი­ნიშ­ნე­ბა მას­ში კვან­ძე­ბი, მა­შინ საქ­მე გვაქვს დი­ფუ­ზურ ჩიყვთან.

კვან­ძო­ვა­ნი ჩიყ­ვის დროს კვან­ძე­ბი უმ­რავ­ლეს შემ­თხვე­ვებ­ში კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნია, თუმ­ცა, იშ­ვი­ა­თად ის შე­იძ­ლე­ბა ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნეც იყოს.

რა არის კვან­ძო­ვა­ნი ჩიყ­ვის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზე­ბი?

კვან­ძო­ვა­ი ჩიყ­ვის ზუს­ტი მი­ზე­ზის დად­გე­ნა საკ­მა­ოდ რთუ­ლია. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ავ­ტო­ი­მუ­ნუ­რი თი­რე­ო­ი­დი­ტი, რო­მელ­საც ჰა­ში­მო­ტოს და­ა­ვა­დე­ბა­საც უწო­დე­ბენ. მას ზოგ­ჯერ გა­ნა­პი­რო­ბებს იო­დის დე­ფი­ცი­ტი, გე­ნე­ტი­კუ­რი წი­ნას­წარ­გან­წყო­ბა, რა­დი­ა­ცი­უ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბა, გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფის მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მოხ­მა­რე­ბა და ა.შ

რა არის და­ა­ვა­დე­ბის შე­საძ­ლო სიმპტო­მე­ბი?

კვან­ძო­ვა­ნი ჩიყ­ვი, გან­სა­კუთ­რე­ბით თუ კვან­ძე­ბი მცი­რე და კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნია, სრუ­ლად უსიმპტო­მოდ მიმ­დი­ნა­რე­ობს. თუმ­ცა, დიდი ზო­მის კვან­ძებ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს შე­სამ­ჩნე­ვი შე­შუ­პე­ბა კი­სერ­ზე, ყლაპ­ვი­სა და სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა. იმ შემ­თხვე­ვებ­ში, თუ კვან­ძე­ბი ჰორ­მო­ნუ­ლად აქ­ტი­უ­რია, პა­ცი­ენ­ტებს შე­იძ­ლე­ბა გა­მო­უვ­ლინ­დეთ ჰი­პერ­თი­რე­ო­ზის სიმპტო­მე­ბიც, რო­გო­რე­ბი­ცაა წო­ნის კლე­ბა, გუ­ლის­ცე­მის აჩ­ქა­რე­ბა, ჭარ­ბი ოფ­ლი­ა­ნო­ბა, შფოთვის ან/და გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა­დო­ბის მა­ტე­ბა.

რო­გორ ხდე­ბა პა­თო­ლო­გი­ის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა?

კვან­ძო­ვა­ნი ჩიყ­ვის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის ულტრაბ­გე­რი­თი კონ­ტრო­ლის დროს ხდე­ბა. ამ დროს ვა­ფა­სებთ კვან­ძის/კვან­ძე­ბის ზო­მას, სტრუქ­ტუ­რა­სა და სხვა მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს. თუ კვან­ძის სტრუქ­ტუ­რა და კი­დე­ე­ბი არის არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი ან/და აღი­ნიშ­ნე­ბა ზო­მა­ში მა­ტე­ბა, რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია კვან­ძის ბი­ოფ­სია, იმი­სათ­ვის რომ გა­მო­ი­რი­ცხოს ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე.

ასე­ვე, უნდა უნდა გან­ვსა­ზღვროთ სის­ხლში ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის ჰორ­მო­ნე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცი­აც, რათა შე­ვა­ფა­სოთ მისი ფუნ­ქცია ორ­გა­ნიზ­მში.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები