“მეათე კლასში რომ ვიყავი, დედაჩემს კაბა მოვპარე და ოპერაში წავედი” - რა ამბავს იხსენებს ნოდარ დუმბაძის მეუღლე

05-11-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი მანანა დუმბაძე დედის - ნანული გუგუნავას ფოტოებს აქვეყნებს, მის მიერ მოთხრობილ ისტორიასთან ერთად:

"ჰოდა მიყვება: მეათე კლასში რომ ვიყავი, დედაჩემს კაბა მოვპარე და ოპერაში წავედი. მერე დედაც წავიდა ერთხელ ოპერში იმ კაბით და ვიღაცამ წამოსძახა, ნახეთ ლიდას ნანულის კაბა ჩაუცვამსო. ეს იყო და ეს, დედაჩემს ის კაბა აღარ ჩაუცვამს - მე დამრჩა. ძალიან ლამაზი კაბა იყო, დედამ კარგი ჩაცმა იცოდა ...

ამას რომ კითხო, არაფერი აღარ ახსოვს" - წერს მანანა დუმბაძე და დედის ფოტოებს აქვეყნებს.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები