გორის სასამართლომ საოლქო საარჩევნო კომისიას დაავალა, თავიდან დათვალოს 15 საარჩევნო უბნის ბათილი ბიულეტენების რაოდენობა - ISFED -ის იურისტი

05-11-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

გო­რის სა­სა­მარ­თლომ 15 უბან­ზე ბა­თი­ლი ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის ხე­ლახ­ლა გა­დათ­ვლის შე­სა­ხებ ISFED-ის სარ­ჩე­ლი და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ "სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის“ იუ­რის­ტმა, რატი თი­ნი­კაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, სა­სა­მარ­თლომ გო­რის სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სას და­ა­ვა­ლა თა­ვი­დან დათ­ვა­ლოს 15 სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნის ბა­თი­ლი ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა.

"სა­კი­თხი უკავ­შირ­დე­ბო­და იმას, რომ სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ა­ში გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლი გვქონ­და 15 სა­არ­ჩევ­ნო უბა­ნი, რომ­ლის წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბი და შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქ­მე­ბი არ იყო იდენ­ტუ­რი. ვი­თხოვ­დით, რომ ამ სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი ხე­ლახ­ლა ყო­ფი­ლი­ყო დათ­ვლი. ოლ­ქმა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ეს მო­თხოვ­ნა, რაც გა­ვა­სა­ჩივ­რეთ და გო­რის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ ეს მო­თხოვ­ნა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და გო­რის სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სას და­ა­ვა­ლა თა­ვი­დან დათ­ვა­ლოს 15 სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნის ბა­თი­ლი ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა.

მე­ო­რე სა­სარ­ჩე­ლო მო­თხოვ­ნა იყო დის­ციპ­ლი­ნუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­კის­რე­ბო­დათ ამ უბ­ნე­ბის მთვლე­ლებს და თავ­მჯდო­მა­რე­ებს , მაგ­რამ ეს ნა­წი­ლი არ დაკ­მა­ყო­ფილ­და. სარ­ჩე­ლი ნა­წი­ლობ­რივ დაკ­მა­ყო­ფილ­და და და­ვა­ლე­ბა ეხე­ბა მხო­ლოდ იმ ნა­წილს, რომ ხე­ლახ­ლა მოხ­დეს 15 სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნის შე­დე­გე­ბის დათ­ვლა", - გა­ნა­ცხა­და თი­ნი­კაშ­ვილ­მა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები