"44 წლის შემდეგ ახალი ცხოვრება დავიწყე..." - რატომ გაქრა "შაინინა" ტელეეთერიდან: ნასესხები 300 დოლარით დაწყებული საოცარი ამერიკული თავგადასავალი და ნიუ-იორკელი მეუღლე

05-11-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

ჟურ­ნა­ლის­ტი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი შა­ი­ნი­ნა, მა­ნა­დე ნინო ბა­რა­თაშ­ვი­ლად ცნო­ბი­ლი, უკვე სამი წე­ლია აშშ-ში იმ­ყო­ფე­ბა. მან იქ იქორ­წი­ნა კი­დეც და ამ­ჯე­რად ნინო მი­ჩე­ლი გახ­ლავთ. 3 წლის წინ უზარ­მა­ზარ ამე­რი­კა­ში ერთი ჩე­მოდ­ნით და ნა­სეს­ხე­ბი 300 დო­ლა­რით ჩა­სუ­ლი, სა­ო­ცარ თავ­გა­და­სავ­ლებ­ში აღ­მოჩ­ნდა...

თუმ­ცა მი­აჩ­ნია, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ასე­თი ბედ­ნი­ე­რი ფი­ნა­ლის­თვის და შე­დე­გის­თვის ნამ­დვი­ლად ღირ­და. AMBEBI.GE მას ამე­რი­კა­ში და­უ­კავ­შირ­და. ნი­ნომ გულ­ღია და ემო­ცი­ე­ბით სავ­სე ინ­ტერ­ვიუ მოგ­ვცა.

- ცხოვ­რე­ბა­ში არის ეტა­პე­ბი, რო­მე­ლიც გარ­კვე­ულ დე­კა­დე­ბად იყო­ფა... 40 წლის რომ გავ­ხდი, გარ­შე­მო ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა და ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი ცხოვ­რე­ბა 40 წლი­დან, ყვე­ლა­ზე დიდი გარ­და­ტე­ხის პე­რი­ოდს და­ემ­თხვა. ჩემს თავს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბე­ბი ხდე­ბა... თუმ­ცა 2019 წლის 13 დე­კემ­ბე­რი კი საკ­მა­ოდ მძი­მე დღე აღ­მოჩ­ნდა, უკვე 44 წლის ვი­ყა­ვი.

- რას გუ­ლის­ხმობ?

- სახ­ლი, რო­მე­ლიც ჩემი მშობ­ლე­ბის­გან მემ­კვიდ­რე­ო­ბით მერ­გე­ბო­და, რო­მე­ლიც სავ­სე იყო მთე­ლი ჩემი მო­გო­ნე­ბე­ბით, შე­ნა­ძე­ნით, საყ­ვა­რე­ლი ნივ­თე­ბით და არა მარ­ტო ჩემი, ასე­ვე ნამ­ზით­ვით, დე­და­ჩე­მის, ბე­ბი­ა­ჩე­მის, დიდი ბე­ბი­ის სახ­სოვ­რად გად­მო­ცე­მუ­ლით... პირ­ვე­ლი შვილ­თაშ­ვი­ლი ვი­ყა­ვი და ბევ­რი სა­მახ­სოვ­რო, ძვირ­ფა­სი ნივ­თი მქონ­და არა მარ­ტო მო­გო­ნე­ბე­ბის­თვის და ჩემი ემო­ცი­ე­ბის­თვის, არა­მედ ფა­სე­უ­ლად ძვირ­ფა­სიც. მოკ­ლედ, ამ სახ­ლში სო­ფელ დი­ღომ­ში უმე­ტე­სად ზა­ფხუ­ლო­ბით ავ­დი­ო­დი. იმ წელს კი ფეხი მო­ვი­ტე­ხე, ყა­ვარ­ჯნე­ბით დავ­დი­ო­დი და ამის გამო დი­ღომ­ში ას­ვლამ დიდი ხნის პა­უ­ზის შემ­დეგ მო­მი­წია. კარი რომ გა­ვა­ღე, გავ­შეშ­დი, გა­ვი­ყი­ნე. დარ­ბე­ულ სახ­ლში აღ­მოვ­ჩნდი. ჯერ ვერ მივ­ხვდი, რა ხდე­ბო­და... რა არ ვი­ფიქ­რე... ეს იყო ტკი­ვი­ლი, შე­უ­რა­ცხყო­ფა, სევ­და, დარ­დი, შიში და უამ­რა­ვი კი­თხვა, რო­მე­ლიც მო­დი­ო­და, დღემ­დე მო­დის და პა­სუ­ხი არ მაქვს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემს სახ­ლსა და პო­ლი­ცი­ას სა­ერ­თო ღობე ჰქონ­და. მათი კა­მე­რე­ბი ხე­დავ­და სახ­ლის შე­სას­ვლელს, მთელ ეზოს. ეს დარ­ბე­ვა მა­ინც მოხ­და. სა­დღაც და­ვუშ­ვი, რომ თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის გა­კე­თე­ბუ­ლი ხომ არ არის-მეთ­ქი... ჩემს თავ­ში დღემ­დე არ ჯდე­ბა, ასე­თი ვის რა და­ვუ­შა­ვე, ვისი სა­მიზ­ნე უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, რომ ჩემი ქო­ნე­ბა ასე გა­ე­მე­ტე­ბი­ნა.

მა­შინ­ვე ლა­ი­ვი ჩავ­რთე, ადა­მი­ა­ნე­ბის მხარ­და­ჭე­რა მჭირ­დე­ბო­და, რომ ის­ტე­რი­კა­ში არ ჩავ­ვარ­დნი­ლი­ყა­ვი. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, სა­კონ­ცერ­ტო ფორ­ტე­პი­ა­ნოს, რო­მელ­საც სპი­ლოს ძვლის კლა­ვი­ა­ტუ­რა ჰქონ­და, კლა­ვი­შე­ბი ჰქონ­და ამო­ღე­ბუ­ლი. ფან­ჯრე­ბი, მა­ცივ­რე­ბი ჩამ­სხვრე­უ­ლი... იქ დიდ­ხანს ვერ გავ­ჩერ­დი და შვი­ლებ­თან თბი­ლის­ში წა­მო­ვე­დი. მა­რი­ამ­მა რომ და­მი­ნა­ხა ასე აკან­კა­ლე­ბუ­ლი, გა­გიჟ­და და მი­თხრა, წადი ამ ქვეყ­ნი­დან, გა­ე­ცა­ლე აქა­უ­რო­ბა­სო...

მოკ­ლედ, ექ­სპერტთა ჯგუფ­მა 17 ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნის თი­თის ანა­ბეჭ­დი აიღო... 2019 წლის 14 დე­კემ­ბერს პო­ლი­ცი­ა­ში გან­ცხა­დე­ბა რომ შე­ვი­ტა­ნე, მას მერე აღარ მო­მი­კი­თხავს, მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ამე­რი­კა­ში წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი და 10 დღე­ში უკვე ნიუ-იორკში ვი­ყა­ვი.

- ასე უცებ რო­გორ მო­ხერ­ხდა?

- 10-წლი­ა­ნი ვიზა მქონ­და, 5 წლამ­დე ისე მედო, არ გა­მო­მი­ყე­ნე­ბია. მოკ­ლედ, ფული მე­გო­ბარ­მა მა­სეს­ხა, ჩა­ვა­ლა­გე ჩე­მო­და­ნი და მტკი­ვა­ნი ფე­ხით, კოჭ­ლო­ბით და ხელ­ჯო­ხით ჩა­მო­ვე­დი.

- ვის­თან?

- არა­ვის­თან... ერ­თა­დერ­თი, გა­მომ­გზავ­რე­ბამ­დე მე­გო­ბარ­მა ნატო ჩა­დუ­ნელ­მა და­მი­რე­კა, რო­მე­ლიც ჰო­ლან­დი­ა­ში ცხოვ­რობს, ლა­ი­ვი უნა­ხავს - რა ხდე­ბაო? ვუ­თხა­რი, ამე­რი­კა­ში უნდა წა­ვი­დე-მეთ­ქი. იც­ნობ ვინ­მე­სო? არა, მაგ­რამ არ და­ვი­კარ­გე­ბი, აქამ­დე ჯერ არ დავ­კარ­გულ­ვარ-მეთ­ქი. ნიუ-იორკში ჩემი მე­გობ­რის დედა ცხოვ­რობს და და­გა­კავ­ში­რებ და იქ­ნებ დაგ­ხვდე­სო. იმ ქალს მივ­წე­რე. მი­პა­სუ­ხა - ნა­ტოს ახ­ლო­ბე­ლი ხარ და გი­პატ­რო­ნე­ბო. ნარ­გი­ზა .... ვერა, მაგ­რამ მისი ნა­თე­სა­ვი დამ­ხვდა და მას­თან მი­მიყ­ვა­ნა. 23 დე­კემ­ბე­რი იყო. ჯი­ბე­ში ნა­სეს­ხე­ბი ფუ­ლი­დან 300 ლარი მედო. ნარ­გი­ზამ შვი­ლი­ვით მი­მი­ღო...

სა­ერ­თოდ ქუდ­ბე­დით და ბე­დის პე­რან­გით და­ვი­ბა­დე და რო­გორც ძვე­ლე­ბი იტყვი­ან, ამის გამო ღვთის სიყ­ვა­რუ­ლი თან დამ­ყვე­ბა. აქამ­დე იღ­ბლი­ა­ნი ვი­ყა­ვი და აქაც ასეა, რაც ჩა­მო­ვე­დი, ამ ქვე­ყა­ნა­ში ხე­ლის გულ­ზე მა­ტა­რეს.

- და დარ­ჩი იმ ქალ­ბა­ტონ­თან?

- 2 იან­ვარს, ბე­დო­ბას, დი­ლის 6-ის ნა­ხე­ვარ­ზე ნარ­გი­ზა მაღ­ვი­ძებს და მე­უბ­ნე­ბა, - შენ ახლა უნდა იმუ­შაო. თბი­ლის­ში ბავ­შვე­ბი გყავს და მათ უნდა მი­ხე­დო. 25 წლის ამე­რი­კა­ში ჩა­მო­სულ­მა ქალ­მა, ემიგ­რან­ტმა კარ­გად იცო­და, რა­საც ამ­ბობ­და... ინ­გლი­სუ­რად სულ 100 სი­ტყვა ვი­ცო­დი. ეს რომ გა­ი­გო, ჩათ­ვა­ლე, ენა იციო... ამ ნათ­ქვამ­მა დიდი რწმე­ნა მომ­ცა... ნარ­გი­ზამ ჩან­თა ჩა­მი­ლა­გა, წადი, სამ­სა­ხუ­რი გა­მოჩ­ნდაო. ქალ­ბა­ტო­ნი, ვის­თა­ნაც უნდა მე­მუ­შა­ვა, 95 წლის რე­ი­ჩალ გოტ­ლი­ბი აღ­მოჩ­ნდა, სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კგა­მოვ­ლი­ლი ადა­მი­ა­ნი. მო­ხუ­ცებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ჩემი სუ­ლის მო­თხოვ­ნი­ლე­ბაა, რად­გა­ნაც გინ­და, რომ ვი­ღა­ცას და­უბ­რუ­ნო შენ­ზე გა­წე­უ­ლი ამა­გი, სით­ბო გას­ცე.

მერე მო­ხუ­ცებს სხვა­ნა­ი­რი სიყ­ვა­რუ­ლი შე­უძ­ლი­ათ. რე­ი­ჩალს მოძ­რა­ო­ბა არ უჭირ­და, ყვე­ლა­ფერს და­მო­უ­კი­დებ­ლად აკე­თებ­და. მხო­ლოდ ტე­ლე­ვი­ზო­რის გა­დარ­თვა, ტე­ლე­ფო­ნის ზარ­ზე პა­სუ­ხი და ასე­თი წვრილ­მა­ნებ­ში სჭირ­დე­ბო­და დახ­მა­რე­ბა. ის ასე­ვე ყო­ველ­დღე „ჯე­ი­სი­სი“-ში (ებ­რა­ე­ლე­ბის სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ცენ­ტრი) და­დი­ო­და, ებ­რა­ე­ლი გახ­ლდათ რუ­მი­ნე­თი­დან. მამა რა­ბი­ნი ჰყავ­და, გერ­მა­ნე­ლებ­მა 7 ძმა თვალ­წინ და­უხვრი­ტეს. ფილ­მე­ბია ამ ქალ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი. მოკ­ლედ, იმ ცენ­ტრში ადა­მი­ა­ნებ­თან ჰქონ­და კო­მუ­ნი­კა­ცია, ფაქ­ტობ­რი­ვად, ერ­თო­ბო­და. იქ მო­დი­ო­და ვი­ღაც კაცი, 60 წელს ზე­მოთ და მას­თან რუ­მი­ნუ­ლად სა­უბ­რობ­და. ...13 მარტს და­რე­კა რე­ი­ჩა­ლის სახ­ლის ტე­ლე­ფონ­მა, ვუ­პა­სუ­ხე.

მა­რი­უ­სი ვარ, დღეს რა­ტომ არ იყა­ვით შენ და რე­ი­ჩა­ლი ცენ­ტრშიო? პა­უ­ზა მქონ­და, მაგ­რამ ტი­რი­ლით ვუ­პა­სუ­ხე - რე­ი­ჩა­ლი გარ­და­იც­ვა­ლა-მეთ­ქი. მარ­თლაც მას გა­ჟონ­ვა და­ე­მარ­თა... წინა დღეს კი ნიუ-იორ­კის მთავ­რო­ბამ გა­მო­ა­ცხა­და, რომ ქა­ლა­ქი პან­დე­მი­ის გამო და­ი­კე­ტა და წი­თელ ზოლ­ში იყო. ქუ­ჩებ­ში მოძ­რა­ო­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­და. ამი­ტომ მა­რი­უს­მა მკი­თხა - რას აპი­რებ, სად მი­დი­ხა­რო? ტი­რი­ლით ვუ­თხა­რი - ორ­შა­ბა­თამ­დე აქ ვიქ­ნე­ბი-მეთ­ქი. მერე სად მი­დი­ხარ, აქ მე­გო­ბა­რი გყავ­სო? არა-მეთ­ქი. ცალ­კე სა­ძი­ნე­ბე­ლი მაქვს, სა­დაც შენი მი­ღე­ბა შე­მიძ­ლია, ჩემ­თან სახ­ლში წა­მო­დიო. მო­მა­კი­თხა, თა­ვის­თან წა­მო­მიყ­ვა­ნა.

- ასე ენდე უც­ნობს?

- გა­რეგ­ნუ­ლად ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებ­და, ასა­კიც სო­ლი­დუ­რი ჰქონ­და, მაგ­რამ ფაქ­ტია, არ ვიც­ნობ­დი. კი დავ­თან­ხმდი, წავ­ყე­ვი, მაგ­რამ ცოტა ფიქ­რე­ბი ამეკ­ვი­ა­ტა, შიშ­მაც შე­მი­პყრო... მა­ნი­ა­კი არ იყოს... მოკ­ლედ, სახ­ლში მი­მიყ­ვა­ნა და მი­თხრა, აი, ოთა­ხი, შედი და იცხოვ­რე, კო­რო­ნა რომ დამ­თავ­რდე­ბა, სა­დაც მე­ტყვი, იქ წა­გიყ­ვა­ნო. ისე მოხ­და, რომ პან­დე­მი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მოქ­მე­დე­ბის უნა­რი დავ­კარ­გეთ. პან­დე­მია 2 წელი გა­ი­წე­ლა. სა­ო­ცარ დღე­ში ვი­ყა­ვი...

- პან­დე­მია თით­ქმის დამ­თავ­რდა და შენ უკვე მა­რი­უ­სის ცოლი ხარ...

- ჩემი და მა­რი­უ­სის ურ­თი­ერ­თო­ბა რომ და­ი­წყო, მარ­კე­სის „სიყ­ვა­რუ­ლი ჟა­მი­ა­ნო­ბის დროს“ გა­მახ­სენ­და... ამ სახ­ლში მა­შინ რომ შე­მო­ვე­დი, მას მერე აქე­დან ფეხი არ მო­მიც­ვლია... ახალ მო­სულს მარ­ტში დეპ­რე­სია და­მე­წყო, მაგ­რამ მამა შვილს რომ მი­ხე­დავს, მა­რი­უს­მა ისე მი­მი­ღო. ოთა­ხი­დან სა­ნამ არ გა­მო­ვი­დო­დი, არ სა­უზ­მობ­და. ყა­ვას მი­დუ­ღებ­და. მე კი ჩემს ამ­ბავს ვტი­რო­დი. მა­რი­უ­სი ნიუ-იორ­კე­ლია, ოღონდ, რუ­მი­ნეთ­შია და­ბა­დე­ბუ­ლი. 21 წლის იყო, ამე­რი­კა­ში რომ ჩა­მო­ვი­და. მე­უბ­ნე­ბო­და, აქ რომ ჩა­მო­ვე­დი, კარ­გად მახ­სოვს, რას ვგრძნობ­დი, ვიცი, რო­გო­რი ძნე­ლია იყო ემიგ­რან­ტი. შენი დახ­მა­რე­ბით მი­მაჩ­ნია, რომ სამ­ყა­როს წი­ნა­შე ვალი უნდა გა­და­ვი­ხა­დოო... ფული არ და­ხარ­ჯო, საჭ­მელს მე გი­ყი­დი. არა­ფერ­ზე იფიქ­რო, არც დე­ნის, არც წყლის, არც ქი­რის ფული მინ­და,

რო­გორც ჩემ­მა ახ­ლო­ბელ­მა ადა­მი­ან­მა ასე იცხოვ­რე. თუ რამე პერ­სპექ­ტი­ვა გა­გიჩ­ნდე­ბა, წადი და გა­აგ­რძე­ლე ცხოვ­რე­ბა, თუ არა­და, ყო­ველ­თვის ღია იქ­ნე­ბა ეს კარი შენ­თვის. რე­ი­ჩა­ლი ძა­ლი­ან მიყ­ვარ­დაო - მე­უბ­ნე­ბო­და. მერე გა­და­წყვი­ტა, ჩემ­თვის დეპ­რე­სია მო­ეხ­სნა. ნიუ-იორკს და­გათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნებ, ქა­ლა­ქიც ხომ უნდა შე­ის­წავ­ლოო. ფე­ხით მა­ტა­რებ­და და­ცა­რი­ე­ლე­ბულ ნიუ-იორკში. სა­ში­ში სი­ჩუ­მე იყო. ჩვენ დავ­დი­ო­დით იმ სი­ცა­რი­ე­ლე­ში და ფო­ტო­ებს მი­ღებ­და. რუ­მი­ნეთ­ში კი­ნო­რე­ჟი­სო­რი და კი­ნო­ო­პე­რა­ტო­რი იყო, ამი­ტომ ფო­ტო­გა­და­ღე­ბა არ ეშ­ლე­ბა... მა­რი­უს­მა ქარ­თუ­ლად ლა­პა­რა­კი ამიკ­რძა­ლა, შვი­ლებ­საც ინ­გლი­სუ­რად ელა­პა­რა­კე, ბავ­შვებ­მა ენა მშვე­ნივ­რად იცი­ა­ნო. თუ რა­მეს და­წერ, მხო­ლოდ ინ­გლი­სუ­რად. ინ­გლი­სუ­რის არ­ცოდ­ნა არ გე­პა­ტი­ე­ბაო. ყვე­ლა ოთახ­ში ინ­გლი­სურ ენა­ზე მქონ­და ტე­ლე­ვი­ზო­რი ჩარ­თუ­ლი. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი „ჯო­ჯო­ხე­თი“ მო­მი­წყო. ასე ვის­წავ­ლე ინ­გლი­სუ­რი. მერე პა­ტა­რა-პა­ტა­რა სამ­სა­ხუ­რე­ბი ჩნდე­ბო­და და არ ვთა­კი­ლობ­დი, მომ­ვლე­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე ვმუ­შა­ობ­დი. 100 წლის ადა­მი­ა­ნიც მყავ­და, რო­მელ­საც ვუვ­ლი­დი. ეს იმ­ხე­ლა რა­ღაც იყო...

- სამ­სა­ხუ­რე­ბი ჩნდე­ბო­და, მაგ­რამ მა­რი­უ­სი არ გიშ­ვებ­და სახ­ლი­დან?

- არას­დროს უთ­ქვამს, წა­დიო... მე­უბ­ნე­ბო­და, ფულს ნუ გა­მო­ე­კი­დე­ბი, რად­გა­ნაც შე­იძ­ლე­ბა, შე­ი­შა­ლოო. ის არას­დროს საკ­მა­რი­სი არ არის. იმუ­შა­ვე ათ­ჯერ უფრო მეტი და შე­ე­ცა­დე, მალე და­ტო­ვო აქა­უ­რო­ბა და შენს ქვე­ყა­ნას და­უბ­რუნ­დე, ყვე­ლა ამას აკე­თებს, რად­გა­ნაც შე­იძ­ლე­ბა აქ ასე ყოფ­ნით ფსი­ქი­კა და­გენგრე­სო. რა გა­ვა­კე­თო-მეთ­ქი? ის­წავ­ლეო და ვის­წავ­ლე. გავ­ხდი ფსი­ქო­ლო­გი, მად­ლო­ბა ღმერ­თს, ონ­ლა­ინ­სწავ­ლე­ბე­ბი გა­იხ­სნა. დღეს ვარ ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტი, ფსი­ქო­კონ­სულ­ტან­ტი და ერ­თა­დერ­თი მოქ­მე­დი ინ­ტუ­ი­ცი­უ­რი ფსი­ქო­ლოგ-თე­რა­პევ­ტი. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სფე­რო­ში ვარ. ჩემი, „შა­ი­ნი­ნას რე­ცეპ­ტე­ბი“ გა­ვა­ცო­ცხლე, მყავს კლი­ენ­ტე­ბი, რომ­ლებ­თა­ნაც ვმუ­შა­ობ, მყავს ჯგუ­ფე­ბი. ჩემს ცოდ­ნას მო­ნე­ტი­ზა­ცია მინ­და, გა­ვუ­კე­თო. ხალ­ხსაც და­ვეხ­მა­რო. რე­ა­ლუ­რად მარ­თლა ბევ­რი კურ­სი გა­ვი­ა­რე, მათ შო­რის, ერთი ჰარ­ვარ­დის კურ­სი, ბედ­ნი­ე­რე­ბის ფსი­ქო­ლო­გია. ასე რომ, ვმუ­შა­ობ, მაქვს ბიზ­ნე­სი­დე­ე­ბი სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით.

- შვი­ლებს ეხ­მა­რე­ბი?

- ჩემი ორი­ვე სტუ­დენ­ტი შვი­ლი, სა­ნამ კო­რო­ნა და­ი­წყე­ბო­და, სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად მუ­შა­ობ­და. მაგ­რამ პან­დე­მი­ა­ში ობი­ექ­ტე­ბი და­ი­კე­ტა, სა­დაც მუ­შა­ობ­დნენ. მათ მე ვა­ფი­ნან­სებ­დი. ჩემი პა­ტარ-პა­ტა­რა და­ნა­ზო­გე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში იგ­ზავ­ნე­ბო­და. მერე დიღ­მის სახ­ლი გავ­ყი­დე და რა ვა­ლიც მქონ­და, ყვე­ლა­ფე­რი გა­ვის­ტუმ­რე. იქი­დან თან­ხა რაც დამ­რჩა, ჩემს სწავ­ლას მოხ­მარ­და. დიდი თან­ხა მაქვს ჩემს სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბა­ში გა­დახ­დი­ლი. სამი წელი არ გავ­ჩე­რე­ბულ­ვარ.

- რო­გორ მიხ­ვე­დით შენ და მა­რი­უ­სი ქორ­წი­ნე­ბამ­დე?

- ამ ადა­მი­ა­ნის მი­მართ დიდი მად­ლი­ე­რე­ბის გრძნო­ბა მქონ­და... სახ­ლში რე­მონ­ტის გა­კე­თე­ბა­შიც კი მი­ვეხ­მა­რე, ბა­ღის მო­წყო­ბა-და­მუ­შა­ვე­ბა­ში და ეს ყვე­ლა­ფე­რი იმის ფონ­ზე, რომ არც ერთ დარ­გში გა­მოც­დი­ლე­ბა არ მქონ­და. ეს საქ­მი­ა­ნო­ბა ჩემ­თვის თე­რა­პი­აც იყო, მშვე­ლო­და. აგ­ვის­ტო­ში 100 წლის ქალ­თან რომ ვი­ყა­ვი, ნი­ა­გა­რას­თან ცხოვ­რობ­და, მა­რი­უსს მივ­ყავ­დი ხოლ­მე, რა­შიც, რო­გორც ტაქ­სისტს, ფულს ვუხ­დი­დი, რად­გა­ნაც არა­ნა­ი­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ ჰქონ­და ვე­ტა­რე­ბი­ნე. ერთხე­ლაც ჩემს წა­მო­საყ­ვა­ნად რომ მო­ვი­და, მე­უბ­ნე­ბა, გზას თუ გა­ვაგ­რძე­ლებთ, ნი­ა­გა­რა­ზე მი­ვალთ და წა­ვი­დე­თო? რა და­მიჯ­დე­ბა-მეთ­ქი? - პირ­ვე­ლი ეს ვკი­თხე. მგზავ­რო­ბის ფულს არ გა­მო­გარ­თმე­ვო... ნი­ა­გა­რა­ზე მი­სუ­ლი ისე­თი სა­ო­ცა­რი ემო­ცი­ე­ბით გა­ვი­ტე­ნე, ვერც გად­მოგ­ცემთ... და ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბაც და­ი­წყო. მივ­ხვდი, რომ ეს უკვე მად­ლი­ე­რე­ბა აღარ იყო. ქორ­წი­ნე­ბა კი რე­ა­ლუ­რად ჩვე­ნი ნაც­ნო­ბო­ბის 2 წლის თავ­ზე მოხ­და. 2022 წლის 1 აპ­რილს მო­ვა­წე­რეთ ხელი.

- გის­მენ და შენი ნა­ამ­ბო­ბი რა­ღაც კი­ნო­ფილ­მს ჰგავს...

- იმ­დე­ნი რამ ხდე­ბო­და, რომ ტი­რი­ლი მინ­დო­და, მაგ­რამ მაქვს ნიჭი, იუ­მო­რით ვუ­ყუ­რო ამ ყვე­ლა­ფერს. ეს იმის­თვის, რომ გა­დავ­რჩე და თავი არ მო­ვიკ­ლა. ახა­ლი ცხოვ­რე­ბა "44-ს +“ და­ვი­წყე... ვე­რა­სო­დეს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ოჯახს კი­დევ შევ­ქმნი­დი. ძა­ლი­ან გულ­ნატ­კე­ნი ვი­ყა­ვი მა­მა­კა­ცებ­ზე და ურ­თი­ერ­თო­ბა არა­ვის­თან მინ­დო­და.

- რო­გორ აფა­სე­ბენ შენი შვი­ლე­ბი დე­დას ამ ახალ ცხოვ­რე­ბას?

- მა­რი­უ­სის და ჩემი შვი­ლე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა ძა­ლი­ან ღრმა და სა­სი­ა­მოვ­ნოა. ის მა­ნამ­დე და­ი­წყო, სა­ნამ ვი­ქორ­წი­ნებ­დით და ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ერ­თოდ და­ი­წყე­ბო­და. ჩემი შვი­ლე­ბი იყ­ვნენ ჩემი და მა­რი­უ­სის თარ­ჯიმ­ნე­ბი. მა­რი­ა­მის სწავ­ლის ფული მა­რი­უს­მა მომ­ცა, რო­მე­ლიც შემ­დეგ და­ვუბ­რუ­ნე. მა­რი­უსს ციფ­რულ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თან, კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მებ­თან მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს, თუმ­ცა ბან­კშიც ერთ-ერთი გან­ყო­ფი­ლე­ბის დი­რექ­ტო­რი იყო. მა­რი­ამ­მა მი­თხრა, მა­რი­უსს რომ ვუს­მენ, მგო­ნია, კომ­პი­უ­ტე­რის დი­ნო­ზავრს ვე­სა­უბ­რე­ბიო...

- ნინო, რამ­დე­ნი იწ­ვა­ლე და რას იტყვი - ღირ­და?

- ძა­ლი­ან ღირ­და. ცხოვ­რე­ბა არის ერთი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო წიგ­ნი. მე­უბ­ნე­ბი­ან - არ „გი­ტყდე­ბა“ ხალ­ხთან რომ და­დი­ხარ და უვ­ლიო. იცით, ამით რო­გორ სი­ა­მოვ­ნე­ბას ვი­ღებ? ისე, ერ­თა­დერ­თი ვარ ნა­თე­სა­ო­ბა­ში, ვინც ადგა და უცხო ქვე­ყა­ნა­ში წა­ვი­და.

წყარო: ambebi.ge


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები