„ძალიან დიდი შეცდომა იყო, ყველას უნდა ენახა“ – რას პასუხობს ნინო ნადირაძეს იუნა შაფათავა

03-11-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

„ვივამედის“ დირექტორი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს:

„ძალიან დიდი შეცდომა იყო კასრების კადრების განადგურება, ყველას უნდა ენახა“

მას აშშ-ში მცხოვრები მსახიობი, იუნა შაფათავა ასე პასუხობს:

„კასრები კი არა, ნინო, როგორც ცივილურ ქვეყანაშია-

ბრალდებები ფაქტებზე ყველასთვის უნდა წარედგინათ, საჯარო პროცესი ჩატარებულიყო:

წაგებულ ომზე;

გაყიდულ მიწებზე;

დაღუპულ ჯარისკაცებზე;

გაფლანგულ ბიუჯეტზე;

დახვრეტილ ხალხზე;

საჯარო და მიჩქმალულ მკვლელობებზე;

ელიტარულ კორუფციაზე;

ოფიციალური საყვარლების თაბამდებობებზე დანიშვნებზე;

გამოძალვაზე;

მოქალაქეების ქონების მითვისებაზე;

ისტორიული ძეგლების დაზიანება-განადგურებაზე;

ადამიანების სამსახურიდან უკანონო გაშვებაზე;

ძალაუფლების გადამეტებაზე- ყველა რგოლში

და მრავალი სხვა..

საერთოდ, ენმ-ის, უკანონოდ გამოცხადებაზე.

რა უნდოდა ამდენი დანაშაულის ჩამდენ ‘პარტიას’ პარლამენტში?

ახლა, როცა გადაიხლართნენ ჭუჭყში, უკვე გვიანია.“


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები